03:16 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-04 11:34:48, 1092 ნახვა

პოლიტიკა
საჯარო რეესტრმა გაეროს მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის სესიაში მიიღო მონაწილეობა

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარი ხარძიანმა  გაეროს  ევროპის ეკონომიკური კომისიის მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის (UNECE WPLA)   მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. 

მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის წლევანდელ - XI სესიაზე, რომელიც შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში გაიმართა მხარეებმა  ჯგუფის ორწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამეს და მიწის ადმინისტრირებისა და მართვის გასაუმჯობესებლად   საქმიანობის მომავალი მიმართულებები  განიხილეს.    

ღონისძიების ფარგლებში, პროცედურების შესაბამისად, საქართველო, როგორც მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის ბიუროს წევრი სახელმწიფო, ორი წლის ვადით ხელახლა აირჩიეს. სესიაში 100-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტი და საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის მსოფლიო ბანკი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია. 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფთან (UNECE WPLA) დაარსების დღიდან თანამშრომლობს.  

მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის XI სესია - მაღალი რანგის  საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის მიწის ადმინისტრირებასა და მართვასთან დაკავშირებული საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარებას, ექსპერტული მოსაზრებებისა და რეკომენდაციების ურთიერთგაცვლას უწყობს ხელს.

მიწის ადმინისტრირების სამუშაო ჯგუფის მიზანია, წევრ სახელმწიფოებში ხელი შეუწყოს  მიწის მართვის გაუმჯობესებას, საკუთრების დაცვას, უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას, რეგისტრაციის სისტემის მოდერნიზაციას და ა.შ. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics