03:16 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-03 17:49:23, 1356 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი რომში თანამოაზრებს ხვდება - Live -ვიდეონიუსი

ჩვენ გვინდა ვისაუბროთ იმაზე, რაც ხდება საქართველოში და ვისაუბროთ გამოსავალზე," - ამის შესახებ საქართველოს მე3-ე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რომში ემიგრანტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„სამწუხაროდ წინა შეხვედრაზე ლიაჟში ვერ მოვახერხეთ სრულფასოვანი დისკუსია მარტივი მიზეზის გამო, რომ იყო საზოგადოების რაღაც ნაწილი ჩამოსული, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ  ჩვენი ხმა უნდა ჩაეხშოთ. საბედნიეროთ აქ პრაქტიკულად ესეთი რაღაც გამოვრიცხეთ. ჩვენც ვისწავლეთ და  მივიღეთ გამოცდილება. ისევე როგორც მადლობა მინდა გადავუხადო იტალიის პოლიციას და ყოჩაღ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ აბსოლუტურად დაამყარა წესრიგი ეგრევე. და თუ თქვენ ნახეთ დღეს ზრდილობიანად  ის ადამიანები ვინც ხელს გიშლიდნენ გაწიეს იქით, შეუძლიათ ახლა უყვირონ რამდენიც უნდათ, რომ სისხლიანი იტალიის პოლიცია და სალვინის სისხლიანი უკვე ერთი წელი. ფაქტი ფაქტია, რომ ერთი ადამიანის თავისუფლება მთავრდება იქ სადაც იწყება მეორე ადამიანის თავისუფლება. ერთი ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას არ უნდა შეუშალოს ხელი მეორე ადამიანის  თუნდაც შეხედულებამ. მაგრამ საუბარი მხოლოდ შეხედულებაზე არ არის. საუბარია კონკრეტულ თანხებზე,“-განაცხადა  მიხეილ სააკაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი აბუჩად იგდებს ხალხს და მათ აგრძნობინებს, რომ ისინი არიან მონები.

„არც ისეთი გიჟია ივანიშვილი, რომ არ იცოდეს, რომ  ამ ხეების გადატანით და თავის ეზოში დარგვით ხალხს ამცირებს, მაგრამ ამას აკეთებს შეგნებულად. ის ამით ხალხს ეუბნება თქვენ ხართ ჩვენი მონები,“-განაცხადა სააკაშვილმა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics