|
2019-03-03 11:43:57, 1930 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ზესტაფონის გამგებლის ყოფილი მოადგილე დააკავა
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე ხ.გ. დააკავეს. გამოძიებით დადგენილია, რომ გამგებლის მოადგილე ხ.გ.-ს, რომელიც იმავდროულად სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებების ინსპექტირების ჯგუფს ხელმძღვანელობდა, სამუშაოების ხარისხის დადგენა, ზედამხედველობის განხორციელება, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება ევალებოდა. 2014 წლის 6 ივნისს ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა და შპს „ტობემ " სოფელ ტაბაკინის გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოს შესასრულებლად 930 195 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმეს. სამუშაოს პროცესში დეფექტებისა და ნაკლოვანებების გამოვლენის გამო, ტექნიკურმა ზედამხედველმა არაერთხელ მიმართა წერილობით გამგეობას და აცნობა, რომ სამუშაოები ჩატარებული იყო ხარვეზებითა და პროექტის დარღვევით. შესაბამისი დოკუმენტაცია დაეწერა ხ.გ-ს, რომელსაც სრული წარმოდგენა ჰქონდა არსებული ნაკლოვანებების თაობაზე, თუმცა დაკისრებული სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა. კერძოდ, ხ.გ.-მ საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, ტექნიკური ზედამხედველის დადებითი დასკვნის არარსებობის პირობებში, რაც ხელშეკრულების თანახმად სამუშაოს ჩაბარების საფუძველი უნდა ყოფილიყო, უპირატესობა მიანიჭა შპს „ტობეს" და უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე გაუფორმა მიღება-ჩაბარების აქტები. დოკუმენტების მიხედვით, სამუშაოები შესრულებული იყო დამაკმაყოფილებლად, შესაძლებელი იყო ღირებულების ანაზღაურება და შედეგად შემსრულებელს ჩაერიცხა თანხა. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადასტურებულია, რომ შესრულებული სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უხარისხოა. გამგებლის მოადგილის ქმედებით არსებითად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი, მატერიალურმა ზიანმა კი 346 953 ლარი შეადგინა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)