|
2019-02-28 17:49:46, 1340 ნახვა
პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - სანდომიანმა ქალბატონმა გააკეთა შეფასებები, რომელიც არის სებ-ის და არა პროკურატურის კომპეტენცია
ჩამოთვლილი იყო ტრანზაქციები და შეფასებები, ძალიან სანდომიანმა ქალბატონმა გააკეთა შეფასებები წმინდა საბანკო ოპერაციების, რომელიც არის ეროვნული ბანკის კომპეტენცია, არანაირად არ შეიძლება იყოს პროკურატურის კომპეტენცია, - ასე გამოეხმაურა „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე პროკურატურის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას. მისი თქმით, პროკურატურის მხრიდან მსგავსი განცხადებები ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს. „დღევანდელი განცხადება იყო გამეორება პრაქტიკულად 2019 წლის 8 იანვრის განცხადების. ჩემი ღრმა რწმენით ეს იყო პასუხი კომიტეტის ჩაშლილ მოსმენასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ რომ ესეთი განცხადება ძალიან დიდ ზიანს აყენებს თვითონ ქვეყნის რეპუტაციას. იმიტომ, რომ ჯერ ერთი ბრალდება მე იქ არ მომისმენია. იქ ჩამოთვლილი იყო ტრანზაქციები და შეფასებები, ძალიან სანდომიანმა ქალბატონმა გააკეთა შეფასებები წმინდა საბანკო ოპერაციების რომელიც ჩემი ღრმა რწმენით არის ეროვნული ბანკის კომპეტენცია, არანაირად არ შეიძლება იყოს პროკურატურის კომპეტენცია. სესხის გაცემის შეფასება, ბალანს გარეთ სესხის გატანა ეს არ არის პროკურატურის კომპეტენცია. მინდა ყველას შევახსენო რომ 2008 წელზე საუბარი დღეს, საერთოდ როგორ გადარჩა საბანკო ინდუსტრია ომს და კრიზისს, ყველას თითქოს ეს დაავიწყდა. თითქოს 2008 წლის ბოლოს ჩვენ ვიყავით ნორმალურ მდგომარეობაში. მინდა მოვუწოდო ყველას გაიხსენოს რა მოხდა 200 წლის ბოლოს. ეს იყო უნიკალური შემთხვევა როდესაც საქართველოს საბანკო სისტემა გადარჩა სახელმწიფოს ჩარევის გარეშე“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)