|
2019-02-28 15:22:52, 1301 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი: ვცდილობთ მოვუწოდოთ საქართველოს, რომ ურთიერთობებში უსიამოვნო მოულოდნელობები არ არსებობდეს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება ოფიციალურ მოსკოვთან ურთიერთობების დარეგულირებას ხელს უშლის. ამის შესახებ რუსმა დიპლომატმა "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხდა. ურთიერთობების დარეგულირების კიდევ ერთ ხელის შემშლელ ფაქტორად, კარასინი საქართველოში ნატო-ს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ასახელებს. "რა თქმა უნდა საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების პროცესში არსებობს სირთულეები. ამ სირთულეებიდან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი - ნატო-ს დღის წესრიგია, რომელიც ოფიციალურ თბილისს აქვს არჩეული. ეს ყველაფერი ხელის შემშლელია", - განაცხადა კარასინმა. კითხვაზე - რას გულისხმობდა, როდესაც ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრამდე განაცხადა, რომ ქართველი კოლეგები უსიამოვნო მოულოდნელობების შესახებ უნდა გაეფრთხილებინა, კარასინმა ასე უპასუხა: "ჩვენ პირიქით ვცდილობთ მოვუწოდოთ საქართველოს, რომ ჩვენ ურთიერთობებში უსიამოვნო მოულოდნელობები არ არსებობდეს. საქმე იმაშია, რომ ქართულ საგარეო პოლიტიკაში სულ უფრო ხშირად ვლინდება ნატო-ს დღის წესრიგი. საკმაოდ ხშირად საქართველოში ტარდება ნატო-ს სამხედრო სწავლებები. ამასთან, საქართველო ხელს უწყობს იმას, რომ ამ სწავლებებში სხვა ქვეყნებმაც მიიღონ მონაწილეობა, მაგალითად სომხეთმა", - განმარტა რუსმა დიპლომატმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)