|
2019-02-28 15:06:26, 1474 ნახვა
კომენტარი
ნატო-ს ვიცე-ადმირალი: გიორგი გახარიამ წარმატებული ნაბიჯები გადადგა, რომელიც საქართველოს ალიანსთან დაახლოვების შესაძლებლობას აძლევს
საქართველოს ვიცე-პრემიერთან, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ NATO-ს საზღვაო ძალების (MARCOM) სარდალმა, ვიცე-ადმირალმა - სერ კლაივ ჯონსტონმა შეხვედრა შეაფასა. მისი განცხადებით, გიორგი გახარია არის ექსპერტი რეგიონში, შესაბამისად, მისთვის მნიშვნელოვანი იყო მოესმინა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ვიცე-პრემიერის მოსაზრებები. "ჩემთვის, როგორც ნატოს საზღვაო სარდლობის ხელმძღვანელისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა, არა მხოლოდ მისი როგორც მინისტრის მნიშვნელოვანი როლიდან, ასევე , ვიცე-პრემიერის პოზიციიდან გამომდინარე. მან წარმატებული ნაბიჯები გადადგა იმ პოლიტიკის განვითარების მიმართულებით, რომელიც საქართველოს აძლევს შესაძლებლობას დაუახლოვდეს ნატო-ს, რაც თავისთავად ძალზედ სასარგებლოა. მიმაჩნია, რომ იგი არის ექსპერტი რეგიონში, შესაბამისად, მსურდა მისი აზრების მოსმენა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ასევე, მიმეღო მისგან რჩევები შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა NATO-ს საზღვაო ძალების სარდალმა სერ კლაივ ჯონსტონმა. შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და ნატოს საზღვაო ძალებს შორის არსებულ პრაქტიკულ თანამშრომლობასა და სანაპირო დაცვის გაძლიერებაზე ისაუბრეს. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა ბრიუსელის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას საქართველოსთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება ხაზს უსვამს საქართველოს სანაპირო დაცვასთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს. ნატოს საზღვაო ძალების სარდალი, ვიცე-ადმირალი სერ კლაივ ჯონსტონი საქართველოს ხვალ დატოვებს. ეს ნატოს საზღვაო ძალების სარდლის პირველი ვიზიტია საქართველოში.
(NS)
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)