2019-02-28 13:37:12, 1822 ნახვა
სამართალი
თბილისში, „ლიბერთი ბანკის“ ორი ფილიალი დააყაჩაღეს
თბილისში, ცოტნე დადიანის გამზირზე, „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს.
ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
რამდენიმე საათით ადრე ბანკის კიდევ ერთი ფილიალი ყაზბეგის გამზირზე დააყაჩაღეს.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით (179-ე და 236-ე) მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღი მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ამ დროისთვის უცნობია, რა ოდენობის თანხის წაღება მოახერხეს თავდამსხმელებმა. სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებენ.
ავტორი: ,