|
2019-02-26 15:54:56, 1581 ნახვა
კომენტარი
კაკულია: ქარი რომ ამოვარდეს, ამასაც ივანიშვილს მიაწერენ - კომიტეტის ჩაშლის მიზეზი გვენეტაძის განცხადებაა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განმარტებით, კომიტეტის დასრულების გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება გახდა, რომლის თქმითაც, „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით ყველა შეკითხვაზე საჯაროდ პასუხის გაცემას კომერციული ბანკისთვის შესაძლოა, ზიანის მომტანი ყოფილიყო. ამასთან, როგორც მან განმარტა, აღნიშნული გადაწყვეტილება კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად მიიღო. „კომიტეტის სხდომა დასრულდა. ამის მიზეზი ის მთავარი განცხადება გახდა, რომელიც კობა გვენეტაძემ გააკეთა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თქვა, რომ მზად არის, ყველაფერზე ისაუბროს თუ პასუხისმგებლობას კომიტეტის წევრები აიღებენ, რადგან მისი აზრით, ყველა შეკითხვაზე საჯაროდ პასუხის გაცემას შესაძლოა, კომერციული ბანკისთვის შესაძლოა, ზიანი მიეყენებინა. აქედან გამომდინარე, კომიტეტის წევრებმა, როდესაც ვიმსჯელეთ, ჩავთვალეთ, რომ ეს განცხადება ლოგიკურია. ამის გამოც კომიტეტის წევრებთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, მხოლოდ ჩემი ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ იყო. ჩათვალეთ, რომ რეგლამენტის მოთხოვნა შესრულდა. ის მოვიდა, მაგრამ რადგან გვენეტაძე საჭიროდ არ თვლის დეტალებზე ისაუბროს და საფრთხის შემცველად მიიჩნევს ამას ბანკისთვის, მივიჩნიეთ, ეს ინფორმაცია ცნობად მიგვეღო და გადაწყვეტილების მიღების პროცესში გავითვალისწინეთ. მესმის, რომ აქ პოლიტიკური ქულების დაგროვების მცდელობა იქნება. ერთგვარი შეფასებები გაკეთდება. მე არგუმენტაციასა და მოტივაციას გიხსნით, რაც ჩვენ გვაქვს. საუბარი დახურულ ფორმატზეც იყო, მომავალში თუ ამის აუცილებლობას დაინახავენ. დღეს ჩვენთვის გადაწყვეტილების მიღების მოტივაცია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსაზრება გახდა იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რაც მის მიერ ამ დიალოგში შესვლა შეიცავდა. კობა გვენეტაძემ ასევე თქვა, რომ მარეგულირებელსა და მის მიერ დარეგულირებულ ინსტიტუციას შორის საკითხების საჯაროდ განხილვა არ არის საუკეთესო ფორმატი და ჩვენ ესეც გავიზიარეთ“, - აღნიშნა რომან კაკულიამ. ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, საკომიტეტო განხილვის ჩაშლის მიზეზი, ბიძინა ივანიშვილთან გუშინდელი შეხვედრა ხომ არ იყო, კაკულიამ განმარტა, რომ დღეს ამინდის ცვლილებასაც კი ივანიშვილს მიაწერენ. "დღეს ქარი რომ ამოვარდეს, ამის მიზეზიც ბიძინა ივანიშვილი იქნება. ეს ნარატივი გასაგებია. ამაზე პასუხის გაცემას მე არ ვაპირებ“, - აღნიშნა მან.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)