23:23 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-26 15:42:26, 1513 ნახვა

კომენტარი
კოვზანაძე: შეთავაზება ძალაშია - შეგვიძლია ხაზარაძესა და ჯაფარიძეს საფინანსო კომიტეტში მოვუსმინოთ

„მიუხედავად იმისა, რომ დღეს მსჯელობა სიღრმეში არ შევიდა, ჩვენი შეთავაზება ძალაშია - შეგვიძლია მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მოვუსმინოთ“, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახლა მთავარი „თიბისი ბანკის“ შემდგომი განვითარება და მისი კორპორატიული მართვის გაუმჯობესებაა.

„საზედამხედველო ღონისძიებები, რომელსაც ცენტრალური ბანკის ატარებს, არის კონფინდენციალური. ეს ღონისძიებები არის დახურული ნებისმიერი მესამე მხარის მიმართ. მეორეს მხრივ, “თიბისი“ ბანკის აქციონერებმა ლონდონში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პრობლემა, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკსა და “თიბისი ბანკს“ შორის არსებობდა, არის ამოწურული, დახურული და ეროვნული ბანკთან მათ სამართლებრივი დავა შეწყვიტეს. ამის შემდეგ მათი ერთობლივი განცხადება გავრცელდა, სადაც აღიარებენ, რომ სამართლებრივი დავა შეწყდა და “თიბისი“ ბანკმა 1-მილიონიანი ჯარიმა გადაიხადა. გამომდინარე აქედან, მაქვს განცდა, რომ ახლა მთავარია “თიბისი ბანკის“ შემდგომი განვითარება და მისი კორპორატიული მართვის გაუმჯობესება, და ის ღონისძიებები, რომელიც არის იმ ერთობლივ განცხადებაში. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მსჯელობა სიღრმეში არ შევიდა, მე რამდენიმე დღეა ვაცხადებ, რომ ჩვენი შეთავაზება არის ძალაში, ჩვენ შეგვიძლია მოვუსმინოთ ბატონ ჯაფარიძესაც, ბატონ ხაზარაძესაც, მოვისმინოთ მათი არგუმენტები და პროფესიული განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში“, - აღნიშნა კოვზანაძემ.  

შეგახსენებთ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ოპოზიცია „თიბისი ბანკის“ საკითხის განხილვას ითხოვდა, ჩაიშალა. სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ დეპუტატებს განუცხადა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არგუმენტები გაიზიარა, რომლის თანახმადაც "თიბისის" საქმის განხილვა საჯაროდ არ უნდა მომხდარიყო, რადგან ეს ბანკისთვის დამაზიანებელი იქნებოდა.  აღნიშნულმა ფაქტმა დეპუტატების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, სხდომა უნდა გაგრძელებულიყო ღია ფორმატში, რათა საზოგადოებას საქმესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიეღო და ბანკის დამფუძნებლებს პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ჰქონოდათ. ხანგრძლივი კამათის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარე სხდომა დასრულებულად გამოაცხადა. მანვე პირობა დადო, რომ შესაბამის ფორმატში „თიბისის“ საკითხის განხილვა აუცილებლად შედგება და ყველა კითხვა იქნება დასმული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics