|
2019-02-26 15:11:17, 1609 ნახვა
სამართალი
გივი თარგამაძის აფეთქების საქმეზე ბრალდებულს 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
პარლამენტის დეპუტატის გიორგი (გივი) თარგამაძის აფეთქების საქმეზე ბრალდებულს სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა . ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული: „თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დ.ხ. დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენის, შენახვა-ტარების, გასაღებისა და სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურების ჩადენისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის I ნაწილის "გ", II ნაწილის "ე" და III ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით, 236 მუხლის II, III და IV ნაწილებით, და 187 მუხლის II და III ნაწილებით. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა თანამშრომელმა დ.ხ.- მ გამოძიებით დაუდგენელ თანამზრახველთან ერთად საქართველოს პარლამენტის წევრის, გიორგი თარგამაძის განზრახ მკვლელობა განიზრახა. თანამზრახველთან ერთად დაგეგმა და ორგანიზება გაუკეთა გიორგი თარგამაძის განზრახ მოკვლის მიზნით ამ უკანასკნელზე თავდასხმას. კერძოდ, მან გიორგი თარგამაძის „შკოდა ოქტავიას" მარკის ავტომანქანის უკანა ნაწილის ქვედა მხარეს დაამაგრა ასაფეთქებელი მოწყობილობა. 2016 წლის 04 ოქტომბერს, დაახლოებით 21 საათზე, ქ. თბილისში, სობჩაკის ქუჩაზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისიდან გამოვიდა გიორგი თარგამაძე. დ.ხ. დარწმუნდა, რომ „შკოდა ოქტავიას" მარკის ავტომანქანაში ისხდნენ გიორგი თარგამაძე და მძღოლი დავით ვარდოსანიძე. როდესაც ავტომანქანამ გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმართულებით დაიწყო გადაადგილება და მიუახლოვდა ვეკუას ქუჩა N1-ის მიმდებარედ, საავტომობილო გზაზე, ხალხმრავალ ადგილას, ისეთი საშუალებით რომელიც საფრთხეს უქმნიდა სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, დ.ხ.-მ გიორგი თარგამაძისა და დავით ვარდოსანიძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მოკვლის მიზნით, „შკოდა ოქტავიაზე" წინასწარ მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მოიყვანა მოქმედებაში, რის შედეგადაც ავტომანქანა აფეთქდა. ბრალდებულის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებით, შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა მიიღეს ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები. აფეთქების შედეგად დაზიანდა მოქალაქეების და ორგანიზაციების ავტომანქანები, რამაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი გამოიწვია. დ.ხ. დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა. იგი იძებნება საერთაშორისო წითელი ცირკულარით. მის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ჩხრეკის ოქმებით, დაზარალებულების, მოწმეების ჩვენებებით, ბიოლოგიური, პიროტექნიკური, ბალისტიკური, ქიმიური და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებით, წერილობითი მტკიცებულებებით და საქმის მასალების საერთო ანალიზით. მოცემული სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე დ.ხ.-სთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების მიმართ. ბრალდებულის თანამზრახველების დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება. თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ხ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის I ნაწილის "გ", II ნაწილის "ე" და III ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით, 236 მუხლის II, III და IV ნაწილებით, და 187 მუხლის II და III ნაწილებით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)