|
2019-02-26 14:36:24, 1454 ნახვა
კომენტარი
მამუკა ხაზარაძე: ჩვენ ვართ ბიზნესმენები და პოლიტიკური აჟიოტაჟისთვის არანაირი ტრიბუნა არ გვჭირდება
„ჩვენ ვართ ბიზნესმენები და პოლიტიკური აჟიოტაჟისთვის არანაირი ტრიბუნა არ გვჭირდება“, - ამის შესახებ „თიბისის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის ჩაშლის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. ხაზარაძის განცხადებით, პარლამენტში ბადრი ჯაფარიძესთან ერთად, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოებისა და დეპუტატებისთვის სწორი ინფორმაციის მისაწოდებლად მივიდა. მანვე დასძინა, რომ საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ერთობლივი მიწვევის გარეშე, სხდომას არ დაესწრებოდა. „ჩვენ დღეს ვიყავით მოწვეული პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე. ეს მოწვევა ჩვენ მივიღეთ როგორც უმცირესობის, ასევე უმრავლესობის მხრიდან. გარწმუნებთ, ეს რომ არ ყოფილიყო ერთობლივი მოწვევა, ჩვენ მოვერიდებოდით აქ მოსვლას, რამეთუ არ ვართ პოლიტიკოსები, ჩვენ ვართ ბიზნესმენები და არანაირი პოლიტიკური აჟიოტაჟისთვის არ გვჭირდება ტრიბუნა. აქ მოვედით იმიტომ, რომ გვეთქვა სიმართლე, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად გავაჟღერეთ განცხადებების სახით . სამწუხაროდ, ხდება ძალიან ურცხვი ტირაჟირება, სერიოზული ბოტების თუ სხვადსხვა ფეიკნიუსების შემოტევა. აქედან გამომდინარე, ჩავთვალეთ, რომ ერთადერთი ადგილი შეიძლება ყოფილიყო პარლამენტი, სადაც ქართველ ხალხს მივცემდით იმ ობიექტურს ინფორმაციას, რომელიც ჩვენს ხელთ არის და ამ ისტორიას ახლავს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. შეგახსენებთ, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, სადაც ოპოზიცია „თიბისი ბანკის“ საკითხის განხილვას ითხოვდა, ჩაიშალა. სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ დეპუტატებს განუცხადა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არგუმენტები გაიზიარა, რომლის თანახმადაც "თიბისის" საქმის განხილვა საჯაროდ არ უნდა მომხდარიყო, რადგან ეს ბანკისთვის დამაზიანებელი იქნებოდა. აღნიშნულმა ფაქტმა დეპუტატების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. როგორც ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს, სხდომა უნდა გაგრძელებულიყო ღია ფორმატში, რათა საზოგადოებას საქმესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიეღო და ბანკის დამფუძნებლებს პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ჰქონოდათ. ხანგრძლივი კამათის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარე სხდომა დასრულებულად გამოაცხადა. მანვე პირობა დადო, რომ შესაბამის ფორმატში „თიბისის“ საკითხის განხილვა აუცილებლად შედგება და ყველა კითხვა იქნება დასმული.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)