23:21 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-26 13:59:34, 1400 ნახვა

კომენტარი
კახიძე - „ოცნების“ წევრების განცხადებები, რომ „თიბისი ბანკს“ კითხვა-პასუხი დააზიანებს, ცინიკურია

„თიბისი ბანკს“ ზიანი, თქვენმა გუნდმა მიაყენა ორკესტრირებული შეტევით და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ მმართველ გუნდს ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე, სადაც თიბისის საქმესთან დაკავშირებით ბანკის დამფუძნებლები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე სებ-ის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე იმყოფებიან.

კახიძემ მმართველი გუნდის და კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას გადაწყვეტილება გააპროტესა, რომელმაც აღნიშნა, რომ ღია ფორმატში „თიბისის“ საქმე არ განიხილება, რადგან ეს საფინანსო ინსტიტუტისთვის, შესაძლოა, დამაზიანებელი იყოს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან მოვისმინეთ ცინიკური განცხადებები, რომ თურმე კითხვა-პასუხი დააზიანებს საფინანსო ინსტიტუტს. მე მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ საფინანსო ინსტიტუტი კითხვა-პასუხით კი არ ზიანდება, საფინანსო ინსტიტუტს უკვე გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, რომელმაც გააკეთა განცხადება, სადაც ვრცლად არის მიმოხილული მთელი პერიპეტიები და ფულის გამთეთრებლის იარლიყი მიაწება სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს და მის მოადგილეს. ეს ზიანი შემდგომ განაგრძო მთელმა სახელისუფლო Facebook ტროლგვერდებმა, რომელიც მანამდე თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატის კამპანიაში იყო ჩართული. ამ შეტევაში ასევე მონაწილეობდა მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი ფინანსური მონიტორინგის სამსახური და ეხლა თქვენ გვიმტკიცებთ,  სერიოზული სახეებით გვეუბნებით, რომ ზიანი შეიძლება მიადგეს თიბისი ბანკს და ამიტომ კითხვები არ დაუსვათ ეროვნულ ბანკსო. უკაცრავად, მაგრამ წაიკითხეთ პროკურატურის განცხადება, ეროვნული ბანკის განცხადება, იქ არის უკვე ყველა დეტალზე საუბარი. თან საუბარია მტკიცებით ფორმატში და არა ბრალდებულებზე არამედ პოტენციურ ბრალდებულებზე, პრაქტიკულად ეჭვმიტანილებად გამოაცხადეს უკვე. ამის მერე საფონდო ბირჟაზე თიბისის აქციები დაეცა. ეს არის ზიანი, რომელიც თქვენმა გუნდმა ამ ორკესტრირებული შეტევით მიაყენა და ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ. აქ ჩვენ კი არ უნდა შევუმსუბუქოთ მდგომარეობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, არამედ კითხვები უნდა დავუსვათ. მექნება თხოვნა, ეს კითხვები მარტო ჩვენ კი არა, თქვენც უნდა დასვათ. ეს მხოლოდ ერთი ბანკის პრობლემა არაა, ეს ქვეყნის პრობლემაა და თვალი გაუსწორეთ“, - მიმართა კახიძემ კომიტეტის თავმჯდომარეს.

საპასუხოდ, რომან კაკულიამ აღნიშნა, დეპუტატს პირობას მისცა, რომ საქმესთან დაკავშირებით ყველა შეკითხვის დასმა იქნება შესაძლებელი, თუმცა სხვა ფორმატში.

„დამერწმუნეთ, რომ თქვენზე უარეს შეკითხვებს და ყველა შეკითხვას დავსვამ მის მიმართ. ჩვენ ფორმატზე ვსაუბრობთ მხოლოდ აქ. მე გაძლევთ იმის პირობას, რომ ეს საქმე არ დასრულდება ისე, რომ არ დარჩეს დაუსმელი რომელიმე შეკითხვა. ამ ფორმატს თუ ვხურავთ არ ნიშნავს, რომ ვიღაცას ვაცილებით კითხვებს. ყველა შეკითხვა იქნება დასმული“, - მიმართა რომან კაკულიამ ოთარ კახიძეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics