18:42 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-26 13:23:47, 697 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ჩვენი მიზანია ქვეყანა გადავაქციოთ რეგიონულ ჰაბად საზღვაო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური მიმართულებით

ბათუმში "დამსაქმებელთა და საერთაშორისო განათლების ფორუმი" გაიმართა.

ფორუმში მონაწილეობა მიიღო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საზღვაო სფეროს ჰქონდეს პლატფორმა, სადაც სტუდენტები შეხვდებიან დამსაქმებლებს და  გაეცნობიან თანამედროვე მოთხოვნებს. 

"საზღვაო სფერო არის არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის სტრატეგიული დარგი. ჩვენი მიზანია ქვეყანა გადავაქციოთ ერთ-ერთ წამყვან რეგიონულ ჰაბად საზღვაო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური მიმართულებით, რისთვისაც არსებითი მნიშვნელობა აქვს განათლებას. აქტიურად ხორციელდება საზღვაო სფეროს განვითარება როგორც საერთაშორისო, ისე ქვეყნის დონეზე. გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ემსახურება საზღვაო აკადემიის გაძლიერებას და სტუდენტებისა და ახალგაზრდების კვალიფიკაციის ამაღლებას" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

"დამსაქმებელთა და საერთაშორისო განათლების ფორუმი" არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ორგანიზებით ხორციელდება. იგი საშუალებას აძლევს საზღვაო სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს გააცნონ ერთმანეთს სფეროს სიახლეები, მოთხოვნები და გამოწვევები. აგრეთვე ახალგაზრდებს ეძლევათ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ და ჰქონდეთ დამსაქმებლებთან უშუალო კომუნიკაცია.

ფორუმის ფარგლებში გაიმართა საზღვაო აკადემიისა და დამსაქმებელი ორგანიზაციების პრეზენტაციები. შედგა B2B შეხვედრები კომპანიის წარმომადგენლებს შორის და ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

"დამსაქმებელთა და საერთაშორისო განათლების ფორუმ"-ს   აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, გადამზიდავი ორგანიზაციების,  საზღვაო განათლების სფეროში მოქმედი სასწავლო ცენტრების, რეგიონის ტურიზმისა და ბიზნესის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. 

 

(NS)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
ახალგორის რაიონში გადაადგილების საშვების გაცემა განახლდა - DRI
Starbucks-ი ოფიციალურად შემოდის საქართველოს ბაზარზე
სოციალური სამართლიანობის ცენტრი: პატიმრების კვება საქართველოში სერიოზულ კითხვებს ბადებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics