|
2019-02-26 12:56:28, 1437 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე: პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ სებ-ის პრეზიდენტის არგუმენტებს, არ ვიფიქროთ ჩვენს პოლიტიკურ ინტერესზე
ცოტა პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არგუმენტებს, არ დავაზიანოთ მთავარი, არ ვიფიქროთ ჩვენს პოლიტიკურ ინტერესზე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. ამასთან, მდინარაძემ კომიტეტის თავმჯდომარეს რომან კაკულიას მიმართა, რომ გადაწყდეს იზირებენ თუ არა დამსწრე დეპუტატები სებ-ის პრეზიდენტის მოსაზრებას. „ირონიაც არ არის საჭირო და არც გაბრაზებული დამოკიდებულება , თუმცა მოდით გავამარტივოთ, რომ ჩვენი ამომრჩეველი არგუმენტებში არ დაიკარგოს. ადამიანი, რომელიც წარსდგა პარლამენტის წინაშე თქვა ორი რამ - პირველი ის, რომ რეგულაციებთან დაკავშირებით მინიმუმ ერთი კვარტალი მაინც უნდა იყოს გასული, რომ შესაბამისი დასკვნები გავაკეთოთ და ამაზე მსჯელობა იყოს რეალური; და არა მხოლოდ მსჯელობა მსჯელობისთვის. ეს მარტივია. და მეორე, იმ საქმესთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც ჩვენმა კოლეგებმა მოიწვიეს კობა გვენეტაძე პარლამენტში - არ არსებობს მსოფლიოში პრაქტიკა, როდესაც რეგულატორი და შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტი, ან კერძო პირები ან მისი წარმომადგენლები - ერთად, ღია ფორმატში განიხილავენ მსგავს საქმეებს, მათ შორის საკომიტეტო მსჯელობის დროს. არ არსებობს ასეთი პრაქტიკა, რადგან ის დამაზიანებელია ფინანსური სექტორისათვის, დამაზიანებელია ეროვნული ბანკისათვის, არ შეესაბამება კონფიდენციალურიბის პრინციპს, არ შეესაბამება იმ პრინციპებს, რითაც ხელმძღვანელობს რეგულატორი, აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივია იმის გაგება და აღქმა, რომ ასეთი ფორმატი არის დამაზიანებელი და უნდა ვიფიქროთ სხვა ფორმატზე. პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ არგუმენტებს, არ დავაზიანოთ მთავარი და არ ვიფიქროთ მხოლოდ პოლიტიკურ ქულებსა და ინტერესებზე", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)