21:54 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-26 12:35:54, 1341 ნახვა

კომენტარი
გვენეტაძე: რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა სებ-ის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანაა

"ვფიქრობ, რომ ასეთ სიტუაციაში რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასე განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა, რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანაა", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით განაცხადა. 

გვენეტაძის თქმით, რეგულატორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ასეთი ტიპის განხილვები საერთაშორისო პრაქტიკაში არ მომხდარა. 

„თიბისი ბანკთან“ ერთად, რომლის რეგულატორიც ჩვენ ვართ, ისევე როგორც სხვა ბანკებისა, ჩვენ გავაკეთეთ ერთობლივი განცხადება, სადაც მკაფიოდ ვთქვით, რომ ეროვნულ ბანკს და „თიბისი ბანკს“ შორის დავები არ არსებობს. გარკვეულწილად, როცა ამ თემაზე დაიწყო საუბარი და მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, ჩემს თავზე ავიღე ის რისკი, რასაც შეიძლებოდა ჩემი რეპუტაციისთვის ზიანი მიეყენებინა, რადგან ვზრუნავ ბანკსა და ფინანსურ სექტორზე. აქედან გამომდინარე, სანამ არ გაკეთდა განცხადება „თიბისი ბანკისა“ და ეროვნული ბანკის ერთობლივი, ამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ჩვენ არ გაგვივრცელებია. ამის შემდეგ კი ჩვენ დამატებით ძალიან ნათელი და დეტალური ინფორმაცია მივეცით, სადაც აბსოლუტურად ნათელი იყო შეფასება იმის, რაც გადავწყვიტეთ. ვფიქრობ, რომ ასეთ სიტუაციაში რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ასე განხილვა და კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა არის რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანა. ვფიქრობ, ეს არის გავლენის მოხდენის მცდელობა რეგულატორზე. მე არ მახსოვს ასეთი პრეცედენტი საერთაშორისო პრაქტიკაში, როცა რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ასეთი დავის საგანი ხდება“, - განაცხადა გვენეტაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics