2015-01-22 11:38:30, 357 ნახვა
საზოგადოება
ქაშვეთის ტაძარში თამაზ სუხიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის თამაზ სუხიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ქართველ მებრძოლს სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი უკვე გადაუხადეს.
შეგახსენებთ, რომ თამაზ სუხიაშვილი დონეცკის, აეროპორტის საბრძოლო ქმედებების დროს დაიღუპა. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ქართველ მებრძოლს ხაშურში, სოფელ ცხრამუხაში დაკრძალავენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან