|
2019-02-25 14:53:57, 1162 ნახვა
პოლიტიკა
გია ჟორჟოლიანმა შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს
დეპუტატი გია ჟორჟოლიანი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას გეგმავს, - ამის შესახებ ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც გია ჟორჟოლიანმა აღნიშნა, მისი გადაწყვეტილების შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა უკვე იცის. ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ის ბიძინა ივანიშვილს დღეს შეხვდა. „ვილაპარაკეთ ქვეყნის პოლიტიკის აქტუალურ პრობლემებზე. განსაკუთრებით სოციალურ -ეკონომიკის პრობლემებზე. ჩვენი ხედვები კარგა ხანია ცნობილია. არ იძვრება ეს საკითხები. ერთ კანონპროექტს ალბათ დღეს შევიტან მე, რომელიც ამ საკითხთან არის დაკავშირებული. ასევე უახლოეს მომავალში შეიძლება რამდენიმე კანონპროექტი მოჰყვეს და ამათი განხილვა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი აზრით. რომ გითხრათ, დიდი მოლოდინი მაქვს, რომ ეს საკითხები დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს, არ მაქვს. ასე რომ უფრო სავარაუდოა, რომ ჩვენ ალბათ მივალთ იქამდე , რომ ჩვენ რესურსს ამოვწურავთ უმრავლესობაში და დამოუკიდებელ მოქმედებას დავიწყებთ. ჩვენ ისედაც ვფიქრობდით არჩევნებში დამოუკიდებელ მონაწილეობას. მაგრამ შეიძლება ეს პროცესი უფრო დაჩქარდეს და უფრო ადრე დავტოვოთ უმრავლესობა“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)