|
2019-02-25 12:17:48, 1484 ნახვა
სამართალი
ლონდა თოლორაია - მნიშვნელოვანია, სახელმწიფო ორგანოების კოორდინირებული მუშაობა, რომ ისინი დანაშაულის ჩადენის რეალობის წინაშე არ დადგნენ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთა მიმართ და მიერ ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფო ორგანოების კოორდინირებული მუშაობა, რისკის შემცველი არასრულწლოვნების დროული იდენტიფიცირება და რესოციალიზაციის პროექტებში დროულად ჩართვა. „ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს ანგარიშს არასრულწლოვანთა მიმართ და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ. ჩვენ გვინდა, რომ არასამთავრობო სექტორს, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს წარმოვუდგინოთ რეალური სურათი, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში ამ მხრივ. ამ ანგარიშის წარმოდგენას აქვს ერთადერთი მიზანი, მიზანი იმისა, რომ კოორდინირებულად ყველა სახელმწიფო უწყებამ, არასამთავრობო სექტორმა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ვიმუშაოთ ერთად იმისათვის, რომ ავარიდოთ არასრულწლოვნები, როგორც დანაშაულის მსხვერპლობას, ასევე ის, რომ ისინი არ დადგნენ დანაშაულის ჩადენის რეალობის წინაშე. 2018 წელს გვაქვს შემდეგი მოცემულობა - გაზრდილია არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულები. ძირითადად არასრულწლოვნები ჩადიან საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს, ეს გახლავთ ქურდობა. მცირეა მათი მხრიდან ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის შემთხვევები. რაც შეეხება არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებს, ყველაზე მეტად გავრცელებულია არასრულწლოვანთა მიმართ ოჯახში ძალადობა, ხოლო ამას შემდეგ მოსდევს სხვა სახის დანაშაულები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამის მიზეზი შეიძლება იყოს ორი - პირველი, შესაძლოა ნამდვილად მოიმატა არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილმა დანაშაულებმა, თუმცა, ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს მათი მხრიდან მომართვიანობის გაზრდაც, იმიტომ, რომ როგორც მოგეხსენებათ, ოჯახში ძალადობაზე ზოგადად გაიზარდა მომართვიანობა, მათ შორის არასრულწლოვანთა მხრიდანაც. რაც შეეხება არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულების გაზრდას, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება აქ სახელმწიფო ორგანოების კოორდინირებული მუშაობა და ბავშვების საჭირო სერვისებში ჩართვა, იმისათვის რომ ისინი არ დადგნენ დანაშაულის ჩადენის რეალობის წინაშე. რისკის შემცველი ბავშვების დროული იდენტიფიცირება და რესოციალიზაციის პროექტებში დროულად ჩართვა. კანონმდებლობის გამკაცრებას ნამდვილად არ ისახავს მიზნად ჩვენი დღევანდელი ღონისძიება, პირიქით, ჩვენი დღევანდელი ღონისძიება ეხება იმას, რომ პრევენციის მიზნით კიდევ უფრო კოორდინირებული გახდეს სახელმწიფო ორგანოების მუშაობა“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
(NS)
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)