2015-06-19 00:53:13, 362 ნახვა
საზოგადოება
პრემიერმა პრეზიდენტს შუამდგომლობით მიმართა, მაშველი ზურაბ მუზაშვილი თავდადების მედლით დაჯილდოვდეს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს შუამდგომლობით მიმართა, თავდადების მედლით დაჯილდოვდეს მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც სტიქიის ღამეს 7 ადამიანი გადაარჩინა, თუმცა თვითონ დაიღუპა. პრემიერის სურვილია, ჯილდო გარდაცვლილი გმირი მაშველის ოჯახს შაბათს, დაკრძალვის დღეს გადაეცეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან