|
2019-02-23 12:46:10, 980 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - გედევან ფოფხაძემ ფრაქციის დატოვების შესახებ განცხადებით მომმართა
ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ დეპუტატი გედევან ფოფხაძეც ტოვებს. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, ფოფხაძემ იმავე განცხადებით პარტიასაც მიმართა. „თქვენ იცით, რომ რამდენიმე წევრმა თავად დატოვა ჩვენი პარტია. მე, პირადად, როგორც ფრაქციის ხელმძღვანელს, განცხადებით მომმართა ფრაქციის დატოვების შესახებ გედევან ფოფხაძემ და როგორც ვიცი, მან პარტიასაც მიმართა ასეთი განცხადებით. მათ მიიღეს ასეთი გადწყვეტილება სამწუხაროდ, იმ მიზეზის გამო, რომ მმართველმა გუნდმა არ მისცა ხმა არაკონსტიტუციურ კანონს. იმის იქით რაც არ უნდა ლეგიტიმური მიზნების იყოს, რაც არ უნდა ემოციებზე და პიარზე გათვლილი კამპანია იყოს დაგეგმილი, ჩემი აზრით ეს არის პოლიტიკური შეცდომა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, 21 თებერვალს მმართველი გუნდი დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა დატოვა, ხოლო გუშინ პარტიის დატოვების შესახებ ეკა ბესელიამ და ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადეს. ბესელიასა და გოგიჩაშვილის მიერ გუნდის დატოვება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების თაობაზე მომზადებული კანონპროექტის ჩაგდებას უკავშირდება, ბექა ნაცვლიშვილმა კი, გუნდი მას შემდეგ დატოვა, რაც საპენსიო სისტემაში ცვლილებების თაობაზე, მის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს. დეპუტატების წასვლის შედეგად, მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)