2015-06-18 20:29:08, 724 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისის ოპერის თეატრში, სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით, „დაისი“ იქნება წარმოდგენილი
3 ივლისს, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში სტიქიით დაზარალებულთა დახმარების მიზნით, ზ. ფალიაშვილის სამმოქმედებიანი ოპერა „დაისი“ იქნება წარმოდგენილი.
„ 13 ივნისს თბილისში მომხდარმა ფაქტმა შეძრა სრულიად საქართველო. ქუთაისის ოპერის თეატრი თანაუგრძნობს დაზარალებულ ოჯახებს და სპექტაკლზე შემოსული თანხა გადაირიცხება დახმარების ფონდში. ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში / ბილეთების ჯავშანი 0431 24 50 53“, – ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან