|
2019-02-22 20:27:03, 1206 ნახვა
პოლიტიკა
ქანთარია: როგორც ქუხს ისე არ წვიმს - არავის არავინ გაურიცხავს
როგორც ქუხს ისე არ წვიმს - არავის არავინ გაურიცხავს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ პარტიის ოფისში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, თანაგუნდელებმა მნიშვნელოვანი და მწვავე საკითხები განიხილეს. „როგორც ქუხს ისე არ წვიმს მოგეხსენებათ და ასეა ამჟამადაც, იყო საუბარი პარტიის თავმჯდომარესთან გარკეული ჯგუფის. შეხვედრა იყო ძალიან საქმიანი, გულწრფელი და ძალიან ბევრ პრობლემებზე მოხდა პირუთვნელი საუბარი და ბევრ რამეზე შევჯერდით, დანარჩენ წვრილმანებზე ვერაფერს გეტყვით. არავის არავინ გაურიცხავს და ეს საკითხი არ იყო განხილვის თემა, იყო სხვა ძალიან მწვავე პრობლემები, რომელიც არის და ჩვენ ამაზე ინფორმაციაც გავიგეთ და ასევე პარტიის თავმჯდომარე აპირებს რომ უმრავლესობის სხვა ჯგუფებსაც შეხვდეს. დღევანდელ შეხვედრაზე სასამართლოზეც იყო საუბარი, ასევე განათლებაზე, კულტურაზე და საერთოდ უმრავლესობის მომავალზე“, - განაცხადა ქანთარიამ. ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, რომ თითქოს პარტიის თავმჯდომარესთას შეხვედრის დროს დეპუტატებზე განაცხადეს, ეკა ბესელიას ინიციატივაზე ხელი შემთხვევით დაეჭირათ, ქანთარიამ აღნიშნა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება და თითოეულმა დეპუტატმა შეგნებულად მისცა ხმა. რატომ გვიცნობთ ისე, რომ თითქოს შემთხვევით დავაჭირეთ ხელი, არა ეს ყველამ შეგნებულად გააკეთა და იყო ამაზე საუბარი. ეს იყო თემატური ერთობა. მეც ვთქვი, რომ გამყოლად მე ვერ გამოვდგები, მაგრამ ხმა მივეცი და ავხსენი კიდეც დასაწყისში, რატომ მივეცი ხმა. ყოველ შემთხვევაში წასვლა-მოსვლის საკითხი არ დამდგარა დღის წესრიგში“, - აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)