00:52 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 16:32:11, 3371 ნახვა

პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა

„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.

აღნიშნულის მიზეზი გუნდიდან 3 დეპუტატის გასვლა გახდა.

კერძოდ, დეპუტატ ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაიშვილის შემდეგ, ცოტა ხნის წინ უმრავლესობა ბექა ნაცვლიშვილმაც დატოვა.

შედეგად მმართველ გუნდს პარლამენტში 112 დეპუტატი დარჩა, საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის კი, პარლამენტის სრული შემადგენლობის ¾-ია საჭიროა (სულ მცირე 113 დეპუტატი).

საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტის ყველაზე მაღალი კვოტაა. ასეთი უმრავლესობით პოლიტიკურ ძალას შეუძლია როგორც რიგითი კანონპროექტებისა და დადგენილებების მიღება (50 ხმით), ასევე ორგანული კანონის შეცვლა (76 ხმით). რაც შეეხება კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას, 113 ხმით ნებისმიერი ცვლილების განხორციელებაა შესაძლებელია, თუმცა ამისათვის საჭიროა, ინიციატივას კენჭი ორ სხვადასხვა სესიაზე ეყაროს და პარალელურად საერთო-სახალხო განხილვები გაიმართოს.

შეგახსენებთ, ეკა ბესელიასა და ლევან გოგიჩაშვილის მიერ გუნდის დატოვება მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების თაობაზე მომზადებული კანონპროექტის ჩაგდებას უკავშირდება. რაც შეეხება ბექა ნაცვლიშვილს, მან გუნდი მას შემდეგ დატოვა, რაც საპენსიო სისტემაში ცვლილებების თაობაზე, გუნდმა მის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics