21:55 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 16:10:52, 1276 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე ჩუგოშვილის ინიციატივაზე - ხელები შორს ჯანეზაშვილისგან! მის გარეშე კლანს „ოქროს ხანა“ დაუდგება

"ქალბატონ თამარ ჩუგოშვილს უნდოდა სიკეთე გაეკეთებინა და გამოსდის ბოროტება, როდესაც ამბობს, რომ უნდა გამოვიწვიოთ იუსტიციის საბჭოს ხუთივე წევრი არის წარდგენილი პარლამენტიდან", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძე გამოეხმაურა ჩუგოშვილის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, თუკი იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესს არ შეაჩერებს, პარლამენტმა საბჭოდან საკუთარი კვოტით დანიშნული ხუთივე წევრი უნდა გამოიწვიოს.

 "კი მაგრამ ნაზი ჯანეზაშვილი რატომ უნდა გამოვიწვიოთ? ნაცვლად იმისა, რომ ეთქვა გამოვიწვიოთ ის ადამიანები, ვინც ემსახურება  ამ სასამართლო კლანურ მმართველობას, ის ოთხი ადამიანი, რომელიც მუდამ კენჭს უყრის იმ კლანის სასარგებლოდ, ახლა რაღაც პრინციპის გამო ამბობს გამოვიწვიოთ ხუთივე. მაშინ ანა დოლიძე გამოიწვიოს პრეზიდენტმა და "ოქროს ხანა" დაუდგება ამ კლანს დოლიძისა და ჯანეზაშვილის გარეშე. არ არის ეს სწორი გადაწყვეტილება, იქნებოდა ლოგიკური ინდივიდუალურად გვემსჯელა ცალკეულ ადამიანებთან დაკავშირებით. ნაზი ჯანეზაშვილის გარეშე მივიღებთ უარესს, ვიდრე არის დღეს მდგომარეობა იუსტიციის საბჭოში.  კი ბატონო თანახმა ვარ გამოვიწვიოთ ოთხი, ხელები შორს ნაზისაგან",- აღნიშნა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics