21:54 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 14:54:42, 1242 ნახვა

კომენტარი
ჯანეზაშვილი ჩუგოშვილის ინიციატივაზე - ჩემი გაწვევის საკითხის კენჭისყრაზე გატანა ჩემთვის შეურაცხმყოფელი იქნება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, თუ მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე მანტიაზე უარს იტყვიან, მზად არის თანამდებობა თავადაც დატოვოს. 

როგორც ჯანეზაშვილმა აღნიშნა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების როლი საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან სხვა წევრები მათ გარეშე გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ. 

"პარლამენტმა 2017 წლის ივნისში ამირჩია 108 ხმით, რაც იმას ნიშნავს, რომ საბჭოში, რაც ეს ინსტიტუტი არსებობს, ყველაზე მეტი ხმა მივიღე. ანუ მხარი დამიჭირა, როგორც "ქართულმა ოცნებამ", ასევე "ევროპულმა საქართველომ". მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სერიოზული გამოწვევები იყო. ამ კლანთან მუშაობა იყო ძალიან რთული. ეს იყო შეტევების დიდი კამპანია, რომელსაც მოსამართლე წევრები ახორციელებდნენ, რომლებსაც მოგვიანებით შეურთდა პარლამენტის წევრი ვანო ზარდიაშვილი. რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მანდატს, ეს მანდატი არის ძალიან დიდი. პირველ რიგში ის ნიშნავს მოსამართლეებს პირველ და მეორე ინსტანციაში, ის ასევე ნომინირებას აკეთებს მოსამართლეობის კანდიდატებისა, იმისათვის, რომ არჩეულ იქნენ უზენაეს სასამართლოში თანამდებობებზე", - აღნიშნა ჯანეზაშვილმა. 

გარდა ამისა, საბჭოს არამოსამართლე წევრი პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც "მოსამართლეების კლანთან ბრძოლა" იუსტიციის საბჭოდან პარლამენტის მიერ წარდგენილი 5 მოსამართლის გამოწვევით უნდა დაიწყოს. 

"განგიმარტავთ, რომ კანონის თანახმად არსებობს თანამდებობიდან გათავისუფლება ანუ კანონში არსებობს ასეთი ჩანაწერი, რომ ხდება უფლებამოსილების შეწყვეტა. ამას უნდა ჰქონდეს სამართლებრივი საფუძვლები - ერთ-ერთ საფუძვლად მოხსენიებული არის არაჯეროვანი შესრულება, როდესაც სისტემატურად არღვევს ამა თუ იმ სტანდარტს. ამ ვითარება მესმის, რომ პარლამენტი გამოსავალს ეძებს, მზად ვარ ამ გამოსავლის ძიებაში ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს დავეხმარო. საბჭოს არამოსამართლე წევრები სერიოზულ გავლენას ახდენენ საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე. როდესაც საქმე გვაქვს საბჭოს ისეთ წევრებთან, რომლებიც არ გამოირჩევიან კეთილსინდისიერებით, რომლებიც ზიანს აყენებენ სისტემას, უნდა დავფიქრდეთ შედეგებზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭო და მისი წევრობა ჩემთვის არის ადგილი სადაც ვიბრძვი იმისთვის, რომ უკეთესი სასამართლო გვქონდეს ჩვენ და ჩვენს შვილებს. მჯერა, რომ სასამართლო სისტემა ამ ქვეყანას გადაარჩენს, მაგრამ იმ კლანის ხელში და იმ ადამიანების ხელში, რომელიც სისტემას მართავს, ეს შეუძლებელია. ჩემი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტის მიერ საკითხის კენჭისყრაზე გატანა იქნება ჩემთვის შეურაცხმყოფელი და ვფიქრობ, რომ პარლამენტისთვის ეს იქნება გამოუსწორებელი შეცდომა. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოსამართლის თანამდებობიდან გადადგებიან მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები (მხოლოდ მოსამართლის თანამდებობიდან და არა საბჭოს წევრობის თანამდებობიდან), იმავე დრეს დავწერ განცხადებას ჩემი გადადგომის შესახებ და წარვუდგენ პარლამენტს. გამოსავალი არის იმაში, რომ წავიდეს კლანი სისტემიდან, გამოსავალი არ არის იმაში რომ სისტემიდან ღირსეული ადამიანები წავიდნენ. აქ მოვედი იმისთვის, რომ კარგი სისტემისთვის ვიბრძოლო, არანაირი ძალაუფლება აქ არ გამაჩნია, და არც ბენეფიტებს ვიღებ, რამდენიმე წელში ისედაც გამდის უფლებამოსილება. კოლექტიურად არ უნდა მიუდგეს პარლამენტი საბჭოს ამ 5 წევრს და ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. 

ცნობისთვის, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა, რომ იმ შემთხვევაში თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ შეაჩერებს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას, პარლამენტის მიერ საბჭოში წარდგენილი ხუთივე წევრი უკან გამოიწვიონ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics