|
2019-02-22 14:57:50, 1110 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების თაობაზე ჩუგოშვილის ინიციატივას მხარს უჭერს
„ევროპული საქართველო“ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების თაობაზე, პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის ინიციატივას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ პარტიის წევრმა ოთარ კახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კახიძის თქმით, „ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ კრიზისს რამენაირად მოაგვარებს. „ევროპულ საქართველოს“ აქვს საკუთარი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც მოსამართლე წევრებს უნდა ჩამოერთვათ ეს ექსკლუზივი და მონოპოლია, რომ პარლამენტს მხოლოდ მათი გაფილტრული სია მოუვიდეს და იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებს მაგალითად ქალბატონ ნაზის ან ქალბატონ ანას მიეცეთ იმის საშუალება, რომ პარლამენტს წარუდგინონ თავიანთი კანდიდატურა. ქალბატონი თამარის ამ ინიციატივასაც მხარს დავუჭერ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ინიციატივას შეიძლება თავისი ნაკლოვანებები ჰქონდეს რომ დაისვას კითხვები. ბატონმა ხარებავამ, ბზირიშვულმა და ქადაგიძემ კლანის სიას, რომ მისცეს ხმა ყოველგვარი განხილვის გარეშე, ნიშნავს რომ ეს პირები არიან არა დამოუკიდებელი წევრები სასამართლოში, არამედ სასამართლოს მმართველი კლანის უსიტყვოდ მორჩილი ფიგურები. ამიტომ ეს ინიციატივა არის ლოგიკური და სრულიად ლეგიტიმური და მიუხედავად სხვადასხვა კითხვებისა ჩვენ მაინც დავუჭერთ მხარს. ვთვლით რომ ეს არის ერთ-ერთი შესაძლო გამოსავალი უმძიმესი მდგომარეობიდან“, - აღნიშნა ოთარ კახიძემ. ცნობისთვის, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე ინიციატივით გამოვიდა, რომ იმ შემთხვევაში თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ შეაჩერებს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას, პარლამენტის მიერ საბჭოში წარდგენილი ხუთივე წევრი უკან გამოიწვიონ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)