01:55 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 13:31:30, 1153 ნახვა

კომენტარი
ჩუგოშვილი - ის, რომ ენმ-ის დროს სისტემური დანაშაულები ხდებოდა ფაქტია, მაგრამ მათი ალაგმვა სწორი არ მგონია

„ის რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სისტემური დანაშაულები ხდებოდა მასიურად ეს დადგენილი ფაქტია, თუმცა არ მგონია სწორი მთავარი ოპოზიციური პარტიების ალაგმვა ქვეყანაში“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჩუგოშვილმა განმარტა, თუ რატომ არ დაუჭირა „პატრიოტთა ალიანსის“ ინიციატივას მხარი, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა „სააკაშვილი-ბოკერიას დანაშაულებრივ რეჟიმად“ უნდა გამოცხადებულიყო.

„პარლამენტის წევრების უფლება არის დააყენონ კენჭისყრაზე  და დღის წესრიგში, საკითხი, რასაც საჭიროდ ჩათვლიან. ძალიან ბევრი ისეთი საკითხი დგება, რასაც შეიძლება დავეთანხმო ან არ დავეთანხმო, ჩემი გადასაწყვეტი არ არის, თვითონ გადაწყვეტენ.  ჩათვალა „პატრიოტთა ალიანსმა“ რომ ასეთი ინიციატივა უნდა გამოეტანა. ის რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სისტემური დანაშაულები ხდებოდა მასიურად ეს დადგენილი ფაქტია, ამაზე რა თქმა უნდა, არანაირი დავა და კამათი არ შეიძლება. მაგრამ მე თავი შევიკავე რეზოლუციის მხარდაჭერისგან, იქიდან გამომდინარე, რომ არ მგონია სწორი მთავარი ოპოზიციური პარტიების ალაგმვა ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, მე ისინი მომწონს თუ არა, მე ისინი არ მომწონს და მიუღებელი იყო, რასაც ისინი აკეთებდნენ თავიანი მმართველობის პირობებში, მაგრამ ისინი არიან ოპოზიცია,  პოლიტიკური ძალა, ჩვენი კონკურენტები და  შესაბამისად, მათი ალაგმვა არ არის სწორი რამ" , - აღნიშნა ჩუგოშვილმა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics