|
2019-02-22 13:15:29, 1052 ნახვა
პოლიტიკა
ბესელია - „ქართული ოცნება“ 2012 წლის პირველი ოქტომბრის იდეალებს აცდა
დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ 2012 წლის პირველი ოქტომბრის იდეალებს აცდა. როგორც მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, გუნდიდან წასვლის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, ყველა მცდელობა, რომ მმართველი პარტია წინა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გათავისუფლებიყო, უშედეგოდ დასრულდა. „ჩვენმა ყველა მცდელობამ ბოლო ორი წლის განმავლობაში, რაც კი მქონდა შიგნით, შეცვლილიყო ეს ვითარება, გავთავისუფლებულიყავით „ნაციონალური მოძრაობის“ ნარჩენებისაგან, რომელმაც შემოაღწია „ქართული ოცნების“ შიგნით, საკმაოდ დიდი დოზით, ვერ გამოიღო შედეგი. თავის დროზე, როდესაც პოლიტიკაში წავედი, მთავარი მიზეზი იყო სამართლიანობა და სასამართლოს არ არსებობა. როგორც ჩანს, ეს ბრძოლა არ დასრულებულა და გრძელდება დღესაც“, - განაცხადა ბესელიამ. დეპუტატმა ასევე სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, რომლის განხორციელებაც აუცილებელად მიაჩნია. „პირველ რიგში ხალხს უნდა ვკითხოთ, ისინი უჭერენ თუ არა მხარს მოსამართლეთა უვადოდ გამწესებას. იმ მოსამართლეთა გამწესებას, რომლებიც იყვნენ იმ სისასტიკის და არაადამიანური მოპყრობის მთავარი შემოქმედნი და კონსტიტუციური ცვლილება დავიწყოთ. ეს უნდა შეეხოს იმათაც, ვინც უკვე დანიშნულია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთნაირად გვექნება პასუხი იმათ მიმართ, ვინც უკვე გაამწესა ნდობადაკარგულმა იუსტიციის საბჭომ და იმათ მიმართაც, ვინც უნდა გაამწესოს. მეორე - იუსტიციის საბჭო უნდა შეიცვალოს და ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული უსწრაფესად. მესამე - იუსტიციის სკოლის რეფორმით უნდა მოხდეს ახალი მოსამართლეების შემოსვლა სასამართლო ხელისუფლების შიგნით და იმ ადამიანებმა, ვინც ემსახურებოდა ძალადობრივ რეჟიმს და სისასტიკეს, უნდა დატოვონ სასამართლო ხელისუფლება. უნდა გამკაცრდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და მათი გადაწყვეტა, ანუ დისციპლინური პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს ამ საბჭოს ხელში. უნდა დაკომპლექტდეს საბჭო ახალი შემადგენლობით და დაბალანსებული კონფიგურაციით. მეხუთე - უზენაეს სასამართლოში უნდა გავამწესოთ მხოლოდ ის მოსამართლეები, რომლებიც არ იყვნენ დაკავშირებული ძალადობრივ რეჟიმთან, არ იყვნენ მათი მსახურნი. დღეს ისევ ხდება ამ ინტერესების ლობირება და ამას ვხედავთ ღიად ღიად პარლამენტის თავმჯდომარის და იმ ადამიანების სახით, ვინც მე არასდროს მინახავს იმ ბრძოლაში, როდესაც მე, ჩემი მეგობრები და თანამოაზრეები წლების განმავლობაში ველოდებოდით ძალადობრივი რეჟიმის შეცვლას. ამიტომ ჩემი გადაწყვეტილება შეიძლება არის რთული, მაგრამ ეს არის სამართლიანიც, მართლებულიც და სწორიც. ვაპირებ გავაგრძელო ბრძოლა იმ ადამიანებთან ერთად, ვინც არასოდეს დაღლილა ამ ბრძოლაში და არ უღალატია ამ იდეალებისთვის. ვისაც არასოდეს აურჩევია კომფორტი, თანამდებობა და არ უთქვამს უარი საკუთარ პრინციპებზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)