00:54 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 12:01:29, 2372 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ბესელიამ „ქართული ოცნება“ დატოვა

ეკა ბესელიამ „ქართული ოცნება“ დატოვა.

ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გუშინ, მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერების თაობაზე  უმრავლესობის 9 დეპუტატის, მათ შორის მის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მმართველმა გუნდმა მხარი არ დაუჭირა.

„მივდივარ იმ გუნდიდან, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან ერთად დავაფუძნე. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

დეპუტატმა გუნდიდან წავლის მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოსამართლეების დანიშვნის შესახებ კანონპროექტის ჩაგდება გახდა. 

„რამდენიმე მიზეზი, რამაც განაპირობა ჩემი ეს გადაწყვეტილება - სააკაშვილის და ადეიშვილის მიერ შექმნილი ძალადობრივი რეჟიმის შემოქმედნი მოსამართლეები, მათი უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე უარის თქმა, იმ ძალადობრივი მმართველობისთვის სახელის დარქმევა და კიდევ ერთხელ, იმ სისასტიკის რეჟიმად გამოცხადების რეზოლუციის ჩაგდება. რა თქმა უნდა, პოლიტიკური უმწიფრობით არის გამოწვეული პარლამენტის იმ წევრთა გადაწყვეტილება ეს თემა, რაც გუშინ იყო კენჭისყრაზე ჩააგდეს და ასევე ამ შეფასებაზე საკუთარი პოზიციის გამოხატვა ვერ გაბედეს", - აღნიშნა ბესელიამ.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics