|
2019-02-22 10:20:24, 665 ნახვა
რეგიონი
ე.წ „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტირებისთვის ტენდერი გამოცხადდა
ე.წ „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის პროექტირებისთვის ტენდერი გამოცხადდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, 6 თებერვალს საგანგებო ბრიფინგზე, გაასაჯაროვა გადაწყვეტილება, რომ ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლებისთვის აშენდება საცხოვრებელი სახლები. დღეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აღნიშნული საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის, სამშენებლოდოკუმენტის პროექტისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით, ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სრულყოფილი სამშენებლო პროექტი დახარჯთაღრიცხვა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღეში უნდა წარმოადგინოს. ტენდერის პირობების მიხედვით, ე.წ ოცნების ქალაქის ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონა და პარკინგის სივრცე მოეწყობა. აჭარის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მოსახლეობისთვის ჯანსაღი ცხოვრების პირობების უზრუნველსაყოფად,სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მიიღო. დღეისათვის ე.წ. ოცნების ქალაქში საინფორმაციო ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც სამუშაო ჯგუფი მოქალაქეებს შესაბამისკონსულტაციებს უწევს. ადგილზევე ხდება განცხადებების მიღება და მონაცემების დამუშავება. ელექტრონული ტენდერის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=294991&lang=ge&fbclid=IwAR0aVA0ktVx23Mtr4uq7B58LuR2uNkkHO6BILJZQ_PlnMU5-G75KDplJEgs
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)