|
2019-02-21 19:53:04, 1063 ნახვა
კომენტარი
ბესელია - ირაკლი კობახიძემ კოლეგები დაადანაშაულა იმ პოლიტიკურ ძალასთან ალიანსში, რომელსაც თავად იცავს
„ყველასგიდასტურებთჩემ პატივისცემას იმათ გარდა, ვისაც მე არ ვთვლი, არასოდეს ვთვლიდი და არ ჩავთვლი, რომ არის იდეალების ერთგული და ღირებულებების დამცველი, რომლითაც არა მხოლოდ 2011 წელს შევიკრიბეთ, მანამდეც ვიყავით ერთად“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ თანაგუნდელებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ. მან თანამოაზრეებს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადების გამო ბოდიში მოუხადა. „ალბათ ბოლოჯერ მიწევს გამოსვლა უმრავლესობის სახელით ამ ტრიბუნიდან. მე გთხოვთ ბოლომდე მოისმინოთ ის რისი თქმაც მინდა. მინდა დავიწყო იმით, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ დაასრულა თავისი გამოსვლა. მისი გამოსვლის ბოლო წინადადება, პირველ რიგში იყო შეურაცხყოფა იმ კოლეგების მიმართ, რომლებიც დაადანაშაულა იმ პოლიტიკურ ძალასთან ალიანსში, რომელსაც რეალურად თავად იცავს ამ ხნის განმავლობაში. მე მინდა ყველას, ვინც იბრძოდით და იბრძვით იმ იდეალებისთვის, რითაც პირველი ოქტომბერი მოვიდა ამ ქვეყანაში, მადლობა გითხრათ და ბოდიში მოგიხადოთ ირაკლი კობახიძის ნაცვლად იმ სიტყვების გამო, რითიც მან დაასრულა გამოსვლა. დღეს თურმე ამ გადაწყვეტილებისთვის ხმის მიცემა არის ტოლფასი, ვიქნებით თუ არ ვიქნებით ერთად. ეხლა სხდომა მიყავს იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც, ძალიან ბევრი ბრძოლა გამოვიარეთ. ამ დარბაზში ბევრი ძალიან ღირსეული ადამიანია. მე ყველას ჩემ პატივისცემას გიდასტურებთ იმათ გარდა, ვისაც მე არ ვთვლი, არასოდეს ვთვლიდი და არ ჩავთვლი, რომ არის იდეალების ერთგული და ღირებულებების დამცველი, რომლითაც არა მხოლოდ 2011 წელს შევიკრიბეთ, მანამდეც ვიყავით ერთად“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)