20:22 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-21 17:20:30, 1349 ნახვა

კომენტარი
ბესელია კობახიძეზე: ჩვენ რომ ენმ-ს ვებრძოდით და ტყვიების ზუზუნში ვიდექით, ამ სიტყვების ავტორი გოგლი-მოგლს მიირთმევდა

„ჩვენ რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვებრძოდით და ვიდექით ტყვიების ზუზუნში, ამ სიტყვების ავტორი გოგლი-მოგლს მიირთმევდა“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ წევრმა ეკა ბესელიამ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს. 

ბესელიას გაღიზიანება პარლამენტის თავმჯდომარის იმ რეპლიკამ გამოიწვია, რომელიც მან პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა. 

"ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა, გავუძლებდით, გადავრჩებოდით თუ არა. აი, გოგლიმოგლზე გაზრდილი პატარა ბიჭები რომ თავს უფლებას აძლევენ და ასეთი ტონით ლაპარაკობენ, ამის პასუხს მიიღებს ახლა ჩემს ბოლო დასკვნაში. თქვენ ნახავთ იმ პასუხს, რასაც ის მიიღებს და ის როგორი პარლამენტის თავმჯდომარე იქნება და პარლამენტის როგორი თავმჯდომარე იქნება ამ ნაბიჯების მერე, ამ პასუხებს მოისმენს ისიც და საზოგადოებაც. ადამიანი, რომელიც მიიჩნევს რომ გუშინ, რომ ბოროტებას სჩადიოდნენ, დღეს გასხივოსდნენ, ეს ადამიანი მორალურად ზუსტად იქ დგას, სადაც იდგნენ ის ადამიანები, ვისაც ჩვენ ვებრძოდით. მაპატიეთ ამ ემოციებისთვის, ძალიან ავღელვდი, კიდევ კარგი, რომ შესვენება გამოცხადდა. გაბედა და თქვა იმ ადამიანმა, ვისაც არ აქვს მორალური უფლება, ილაპარაკოს ჩვენი მისამართით და რატომ არ აქვს მორალური უფლება კონსტიტუციის მიღების დღეს ასე ილაპარაკოს, ამას ტრიბუნიდან შევახსენებ", - განაცხადა ეკა ბესელიამ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics