|
2019-02-21 16:03:09, 1111 ნახვა
პოლიტიკა
ფოფხაძე - კანონპროექტის იგნორირებით ნუ დავკარგავთ ხალხს, ვისგანაც გვაქვს მანდატი
„კანონპროექტის იგნორირებით, ან საწინააღმდეგოდ ხმის მიცემით, თუნდაც არ მხარდაჭერით, მთელ საზოგადოებასთან და ერთან შევდივართ წინააღმდეგობაში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ აღნიშნა. მან კოლეგებს მოსამართლეების უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. „ანრი ოხანაშვილმა თქვა, რომ ის ეთანხმება კანონპროექტის მიზანს. მან ასევე თქვა, რომ არის შემთხვევები, როცა კანონი კონსტიტუციური იყო და საკონსტიტუციო სასამართლომ სცნო არაკონსტიტუციურად. ეგებ ახლაც ეშლება?! მოდით, გამოვიდეთ იმ მიზნიდან, რომელიც კანონს აქვს, ყველამ ჩვენს გულებში ჩავიხედოთ და მოვიქცეთ მორალურად სწორად. 2012 წლის 1 ოქტომბერს ავიღეთ პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე. ეს პასუხისმგებლობა იყო მორალური პასუხისმგებლობა. ხალხმა ჩვენ არჩევნები მოგვაგებინა, რადგან დავპირდით სამართლიანობას. დღეს ხალხს ამის დეფიციტი აქვს და სერიოზული პროტესტი, რომ ეს არ არის შესრულებული. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხალხს დავპირდით, რომ თუ რაიმე შეგვეშალა, გამოვასწორებთ. მაპატიეთ, მაგრამ ამ კანონპროექტის იგნორირებით, ან საწინააღმდეგოდ ხმის მიცემით, თუნდაც არ მხარდაჭერით, მთელ საზოგადოებასთან და ერთან შევდივართ წინააღმდეგობაში. მოდით, აქედან გამოვიდეთ, როცა ამ კანონზე ხმის მიცემაზე ვიფიქრებთ. ნუ ვიფიქრებთ ჩვენს კომფორტზე და იმაზე, ვიღაცა გვისაყვედურებს თუ არა და იმ განცხადებაზე, რაც პოლიტსაბჭომ გააკეთა. კი ეს იქნება წყალგამყოფი ჩემსა და იმ ადამიანებს შორის, ვინც მხარს არ დაუჭერს ამ კანონპროექტს, მაგრამ ეს წყალგამყოფი იქნება ჩვენსა და ქართველ ხალხს შორისაც. ეს არის ყველა ყველაზე დიდი სადარდებელი. ნუ დავკარგავთ ადამიანებს, ვისითაც გვაქვს მანდატები. ნუ მოვატყუებთ ხალხს. ახლა ყველა ელოდება ჩვენს მორალურ არჩევანს. ეს მორალური არჩევანი უნდა გამოიხარტებოდეს იმაში, რომ ჩვენ უნდა ვუერთგულოთ ხალხს“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)