|
2019-02-21 15:01:21, 1123 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთსა და გერმანიაში ვიზიტები შეაფასა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთსა და გერმანიაში ვიზიტები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ სამშობლოში კმაყოფილი ბრუნდება, რადგან საქართველოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით საფრანგეთის ხელისუფლების მზადყოფნამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. "საფრანგეთმა გამოთქვა საქართველოს მხარდაჭერის ძალიან დიდი მზადყოფნა. ახლა უნდა დაველოდოთ, როგორ გადავა ეს განცხადებები რეალურ ქმედებებში. მე ვიტყოდი, რომ საფრანგეთის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ შეიცვალა. ეს ეხება სამხედრო თანამშრომლობისა და საჰაერო თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას. ასეთი ძლიერი მხარდამჭერი პოზიცია რამდენიმე წლის წინ საფრანგეთისაგან არ გამიგია", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. რაც ეხება, გერმანიაში საქართველოს პრეზიდენტის პირველ ოფიციალურ ვიზიტს, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, საქართველოს გერმანიასთან მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებს, რომლის განვითარებაც მთლიანად ჩვენს ქვეყნებზეა დამოკიდებული. "თანადგომა, მხარდაჭერა და მეგობრობა - ასე შეიძლება შეფასდეს საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, რომელიც ასეა დღეს, ასეთი იყო საქართველოს პირველი დამოუკიდებლობის პერიოდშიც და ასე იქნება მომავალშიც", -აღნიშნა პრეზიდენტმა. 17 -21 თებერვალს სალომე ზურაბიშვილმა უმაღლესი დონის შეხვედრები გამართა საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან და საფრანგეთის სენატის პრეზიდენტთან ჟერარ ლარშესთან. ორივე ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები გამართა საფრანგეთისა და გერმანიის ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებთამ ექსპერტებთან, პოლიტიკოსებთან და დიპლომატებთან. ასევე, ორივე ქვეყანაში შეხვდა ქართველ სტუდენტებსა და დიასპორის წარმომადგენლებს.
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
თამარ ბაგრატიონი ვატიკანში, რომის პაპს, ლეონ XIV-ს შეხვდა
საქართველოს პარლამენტი ChatGPT-ის ყოველწლიურ გამოწერას ყიდულობს
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)