02:43 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-21 14:08:59, 1314 ნახვა

კომენტარი
პაპუაშვილი ბესელიას: არ ვიცი რა ტერმინია „კონსტიტუციური ტესტი“ და მინდა ამიხსნათ, რომ რამე შეცდომა არ მომივიდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი აცხადებს, რომ დეპუტატ ეკა ბესელიას კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ გამწესების დროებით შეჩერებას ითვალისწინებს, მხარს დაუჭერს.

ამის შესახებ პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, დეპუტატმა ბესელიას სთხოვა განემარტა, რას ნიშნავს ტერმინი „კონსტიტუციური ტესტი“.

„მე ამ კანონპროექტს ხმას ვაძლევ, ისევე როგორც ვფიქრობ ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაინტერესებულია ამ საკითხით. ხშირად ისმის ტელევიზიიდან კოლეგების მხრიდან ტერმინი „კონსტიტუციური ტესტი“. არ ვიცი მე ეს რა ტერმინია და მინდა ამიხსნათ, განმიმარტონ, რომ ამ „კონსტიტუციურ ტესტში“ რამე შეცდომა არ მომივიდეს, მითხარით რა არის ეს. ბოლოს და ბოლოს, სულ ორი სიტყვით მითხარით, რა არის ამ კანონში ისეთი, რაც შეაფერხებს, დაანგრევს რაღაც პროცედურას, შეაფერხებს სასამართლოს მუშაობას და რაღაც წარღვნას მოუმზადებს მთელ ამ სისტემას. თუ ასეთ რაღაცას ამზადებთ, მე არ მოგცემთ ხმას, თუ არ ამზადებთ - მოგცემთ “, - განაცხადა პაპუაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics