|
2019-02-20 19:09:43, 1582 ნახვა
სამართალი
საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა TBC-ზე: სებ-ის გადაწყვეტილება, შესაძლოა, სამართლებრივ პროცედურებს არღვევდეს
საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატა "თიბისი ბანკის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებიტ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "თიბისი ბანკი", რომელსაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ხელმძღვანელობენ 15 წელზე მეტია, რაც ამერიკის სავაჭრო პალატის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წევრია. "უფრო მეტიც, "თიბისი ბანკი" საქართველოსა და რეგიონის ეკონომიკის ერთ-ერთი დასაყრდენია. მისი ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ის ინდექსის წევრობა მთელი საქართველოს წარმატების ნათელი მაგალითია. ჩვენი შეფასებით, ეროვნულმა ბანკმა "თიბისი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლების მოთხოვნით, კანონის მოთხოვნებს გვერდი აუარა და ეს შესაბამისი პროცედურების განხორციელების გარეშე მოითხოვა. ამერიკის სავაჭრო პალატა პატივს სცემს "თიბისი ბანკის" და მისი უმაღლესი მენეჯმენტის გადაწყვეტილებას სებ-ის განკარგულება სასამართლოში გაასაჩივროს. ამასთან, სავაჭრო პალატა აღიარებს ეროვნული ბანკის მარეგულირებელ როლს და მთავარი პროკურატურის უფლებამოსილებას გამოძიების ჩატარების შესახებ. მივესალმებით "თიბისი ბანკის" მზადყოფნას პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობის შესახებ, რაც გამოძიებისთვის ყველა საჭირო საბუთის გადაცემას ითვალისწინებს. ასევე, სრულად მზარს ვუჭერთ სამთავრობო და საპარლამენტო სპეციალური კომისიის შექმნას, რათა საქმის უსწრაფესი გამოძიება მოხდეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოვუწოდებთ ყველა მხარეს გააგრძელონ მუშაობა გამოძიების დროული, გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესის წარმართვის თვალსაზრისით. სხვა შემთხვევაში, განგრძობადი, ძალიან საჯარო დაპირისპირება შედეგად საქართველოს ეკონომიკისთვის, რეპუტაციისა და მომავალი უცხოური ინვესტიციებისთვის საფრთხის შემცველი იქნება", - ნათქვამია განცხადებაში.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)