|
2019-02-20 18:23:40, 1293 ნახვა
კომენტარი
ინფრასტრუქტურის მინისტრი: ანაკლიის პორტს საფრთხე სახელმწიფოსგან ნამდვილად არ ემუქრება [ვიდეო]
„ანაკლიის პორტს საფრთხე სახელმწიფოსგან ნამდვილად არ ემუქრება“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატების კითხვებს პასუხობს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთავარია, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა წარმატებით შეძლოს იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც სახელმწიფოს წინაშე აქვს აღებული. „ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ბევრი კითხვა იყო. ერთ-ერთი კითხვა იყო, ვთვლი თუ არა, რომ ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი საქართველოსთვის, რა თქმა უნდა ვთვლი და არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება. მე ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მოხდა ინტერესთა გამოხატვა ამ პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა 2014 წელს. მას შემდეგ საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი იყო, 10 კოპმანიიდან გამარჯვებულად იქნა გამოვლენილი ანაკლიის განვითარების კონსორციუმი. ამდენად, უშუალოდ მთავრობაა ამ პროექტით დაინტერესებული. ასევე კითხვა იყო, ამ პროექტს ემუქრება თუ არა საფრთხე. მინდა გითხრათ, რომ ჩვენგან ყოველ შემთხვევაში ამ პროექტს საფრთხე არ ემუქრება. მთავარია, უშუალოდ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა წარმატებით შეძლოს იმ ვალდებულებების შესრულება, რომელიც მათ აქვთ აღებული სახელმწიფოს წინაშე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)