|
2019-02-20 14:55:54, 1319 ნახვა
კომენტარი
გოცირიძე ინფრასტრუქტურის მინისტრს: იწყებთ რაღაცას და ვერ ამთავრებთ - კორუფციაა მიზეზი თუ ვიღაცამ დაგწყევლათ?
„იწყებთ რაღაცას და ვერ ამთავრებთ. რა არის მიზეზი? კორუფცია, თავმოუბმელობა თუ ვიღაცამ დაგწყევლათ?“, - ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, 6 წლის განმავლობაში სამინისტრომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მეტი თანხა დახარჯა, თუმცა მნიშვნელოვანი პროექტები არ განხორციელებულა. „ქალბატონო მაია, რით ხსნით იმ ფაქტს, რომ 6 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის 6 მინისტრი შეიცვალა? მაშინ როდესაც მაგალითად, ამ 6 წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს ჰყავს ერთადერთი და შეუცვლელი მინისტრი. ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრები არიან ასე ცუდები თუ ქალბატონი თეა წულუკიანი არის ასე კარგი. ამ 6 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დახარჯა ექვსნახევარი მილიარდი ლარი. მიმდინარე წლის ბიუჯეტის ფულს თუ დავუმატებთ, დაახლოებით გამოდის 9 მილიარდ ლარამდე ინფრასტრუქტურის მიერ გაწეული თუ გასაწევი ხარჯი. ეს არის იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე დაიხარჯა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველა მთავრობის მიერ. მათ შორის იმ ცხრა წლიანი მთავრობის მიერ. რაიმე ჩანს გაკეთებული გარდა იმისა რაც მართლაც გაკეთდა იმ 9 წელიწადში? რომელია ის პროექტები, რაც უნდა დასრულებულიყო და დაწყებულიც არ არი, რატომ გადაიქცა საქართველო დაუმთავრებელი მშენებლობის პოლიგონად? იწყებთ რაღაცას და ვერ ამთავრებთ. რა არის მიზეზი? კორუფცია, თავმოუბმელობა თუ ვიღაცამ დაგწყევლათ და მეშვიდე მინისტრს უნდა ველოდოთ?“, - მიმართა რომან გოცირიძემ მაია ცქიტიშვილს.
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)