|
2015-01-22 11:23:13, 1321 ნახვა
საზოგადოება
დავით პატარაიამ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის 2014 წლის ხარჯვითი ნაწილი შეაფასა
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის 2014 წლის ხარჯვითი ნაწილი შეაფასა. პატარაიას განცხადებით, გასულ წელს პირველად მოხდა ფონდის სტრუქტურიზება და პრიორიტეტების განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც სხვადასხვა პროექტები ფინანსდება. საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, პრიორიტეტული გახდა ის პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს სახელმწიფოს დემოკრატიული ფასეულობებისა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების განვითარებას და სოციალური ფონის გასაუმჯობესებლადაა მიმართული. 2014 წელს საქართველოს პრეზიდნეტის ფონდის ხარჯვითი ნაწილის საჯაროდ განხილვა მიზნად ისახავს ადმინისტრაციის საქმიანობის საჯაროობის და გამჭირვალობის გაზრდას. წლიური ანგარიში მედიის წარმომადგენლებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან გიორგი აბაშიშვილთან ერთად წარუდგინა. ანგარიშის თანახმად ყველაზე მეტი თანხა - საერთო რაოდენობის 32 პროცენტი (მილიონ სამოცდათერთმეტი ათასი ლარი) ბავშვთა და მოხუცთა დაცვის მიმართულებით დაიხარჯა. სასამართლო რეფორმის დასახმარებლად, თანხის 20 პროცენტი (შვიდას ორმოცი ათასი ლარი) დაიხარჯა,18 პროცენტი (ოთხასორმოცდაათი ათასი ლარი) კი - კულტურული მრავალფეროვნების განვითარებისთვის. დავით პატარაიამ და გიორგი აბაშიშვილმა პროექტების მიზნობრიობისა და მათი განხორციელების მიმდინარეობის თაობაზე, დეტალურად ისაუბრეს. როგორც აღინიშნა, საქართველოს პრეზიდენტის ფონდი 2015 წელსაც მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტების დაფინანსებას გააგრძელებს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)