02:42 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-20 11:01:49, 1117 ნახვა

კომენტარი
ირაკლი მეზურნიშვილი: 2018 წლის მონაცემებით უმუშევრობის დონემ საქართველოში უკანასკნელი 15 წლის ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

2018 წლის მონაცემებით უმუშევრობის დონემ საქართველოში უკანასკნელი 15 წლის ისტორიულ მინიმუმს მიაღწია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დგას.

„წინა წელთან შედარებით უმუშევრობის აბსოლუტური მაჩვენებელი 276 ათასიდან 245 ათასამდეა შემცირებული. დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ კი პირველად გადაუსწრო თვითდასაქმებულთა რაოდენობას და 50.8 პროცენტი შეადგინა. ცნობისთვის 5 წლის წინ ეს მაჩვენებელი 42.5 პროცენტს შეადგენდა, 10 წლის წინ კი მხოლოდ და მხოლოდ 39 პროცენტს უდრიდა. აღნიშნული შედეგები ბოლო დროინდელი რეფორმების სისწორეზე მეტყველებს და კიდევ უფრო მეტად ხელშესახებ შედეგებს მოიტანს, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაანონსებული, ყოველწლიურად 50 ათასამდე ადამიანის პროფესიული გადამზადების პირობებში“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics