20:24 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-20 10:57:17, 963 ნახვა

კომენტარი
მაია ბითაძე - თბილისის მასშტაბით დაავადებული ხე-მცენარეების მკურნალობა უახლოესი მეთოდების გამოყენებით დაიწყება

თბილისის მასშტაბით დაავადებული ხე-მცენარეების მკურნალობა წელს ფიტოსანიტარიაში არსებული უახლოესი მეთოდების გამოყენებითა   და დარგის უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციებით იგეგემება.

 გარემოსდამცველი  ნატა ფერაძის კითხვას თემაზე, თუ როდის და რა სქემით იგეგემება დედაქალაქში მცენარეების მკურნალობა,   მერის მოადგილე მაია ბითაძემ თბილისის მერიაში გამართული ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას უპასუხა.

მაია ბითაძის განმარტებით, მიმდინარე წელს მცენარეების შეწამვლის სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი უკვე დასრულებულია და   გამარჯვებული დღე დღეზე გამოვლინდება.

„ფიტოსანიტარიის მიმართულებით დედაქალაქში ბევრი პრობლემა დაგვხვდა. მიდგომები  ფიტოსანიტარიაში მედიცინის მსგავსად ვითარდება.  როგორც აღმოჩნდა,  მცენარეების მკურნალობის კუთხით ადრე გამოყენებული მეთოდები მოძველებულია და ნაკლებ ეფექტს იძლევა.  წელს  კი მცენარეების მკურნალობას ახალი მეთოდებით დავიწყებთ. გეგმიური შეწამვლის სამუშაოები გასულ წელსაც მიმდინარეობდა. მეორე გამოწვევა დაგვხვდა, ასევე,  წიწვოვან მცენარეებთან, ე. წ. შავ ფიჭვებთან დაკავშირებით.  სოკოვანი დაავადების გარდა  მათ,  დამატებით, აღმოაჩნდათ სხვა დაავადებაც,  ე. წ. ტამიკუსი, რომელიც არ ექვემდებარება განკურნებას.  ჩვენ ამ მიმართულებითაც წელს მასშტაბური ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი. პარტნიორები კი არიან ჩვენი უცხოელი ექსპერტები, რომლებთან თანამშრომლობასაც, ვფიქრობთ, მომავალში უფრო ინტენსიურად  განვახორცილებთ   და ფიტოსანიტარიის მიმართულებას თბილისში  თანამედროვე რელსებზე დავაყენებთ“, -  განაცხადა მაია ბითაძემ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics