|
2019-02-19 16:10:01, 1081 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე TBC-ზე - ოპოზიციონერები მოეშვან თვალთმაქცობას, რომ ბიზნესის ბედი ადარდებთ
ოპოზიციის წარმომადგენლები მოეშვან თვალთმაქცობას და საზოგადოების დარწმუნებას იმაში, რომ მათ მართლაც ადარდებთ რომელიმე ბიზნესმენის ბედი და საკუთრების საკითხი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის განცხადებები არაგულწრფელია. „ჯერჯერობით, კითხვა-პასუხის რეჟიმი მიმდინარეობს ბანკის წარმომადგენლებსა და საგამოძიებო სტრუქტურებს შორის და არა კომიტეტებთან. როდესაც ეს პროცესი ამოიწურება თუ დარჩება ობიექტური კითხები, რომელიც უნდა დასვას პარლამენტმა და გამოითხოვოს ამაზე მეტი ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ შემდეგ გვექნება მსჯელობა. ოპოზიციის ეს წარმომადგენლები, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებენ, მოეშვან თვალთმაქცობას და საზოგადოების გადარწმუნებას იმაში, რომ მათ მართლაც ადარდებთ რომელიმე ბიზნესმენის ბედი და საკუთრების საკითხი. ეს არის არაგულწრფელი განცხადებები. გულწრფელი პასუხი ამ შეკითხვაზე არის ის და ეს დაადასტურეს თავად დამფუძნებლებმაც ოფიციალურ ბრიფინგზე, რომ საფინანსო ინსტიტუტს და მის საქმიანობას სახელმწიფოს მხრიდან აქვს ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)