|
2019-02-19 15:58:49, 1758 ნახვა
სამართალი
ჯანეზაშვილი-დოლიძე: იუსტიციის უმაღლესი საბჭო ქვედა ინსტანციებში მოსამართლეების დანიშვნას აყოვნებს
„უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების გადადების გამო, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლოს ქვედა ინსტანციებში მოსამართლეთა კონკურსი შეაყოვნა", - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. მათი ინფორმაციით, 7 თვეა, მოსამართლეთა კონკურსი უშედეგოდ მიმდინარეობს. "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა. შედეგად უზენაეს სასამართლოში დამატებით 18 ვაკანსია გაჩნდა. შეიცვალა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების წარდგენის წესიც. წარდგენაზე უფლებამოსილი ორგანო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გახდა. კონსტიტუციის ახალი ნორმების ამოქმედებამდე, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გასული წლის ივლისში რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში 43 ვაკანსიაზე კონკურსი გამოაცხადა. ამის შემდგომ, 24 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების სია, რომელიც 10 მოსამართლისგან შედგებოდა. ამ პროცესების კვალდაკვალ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა ვაკანტურ თანამდებობებზე თვეების წინ გამოცხადებული კონკურსი ხელოვნურად შეაყოვნა - 7 თვეა მოსამართლეთა კონკურსი უშედეგოდ მიმდინარეობს. ბოლო ოთხი თვის განმავლობაში საბოლოო ეტაპზე გადასული 78 კანდიდატიდან გასაუბრება 77-ს ჩაუტარდა. დარჩენილ 1 კანდიდატთან გასაუბრებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ ან ვერ ატარებს. რადგან, ბოლო კანდიდატთან გასაუბრების დასრულებისთანავე კანონით დადგენილი ვადის ათვლა დაიწყება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საერთო ჯამში მხოლოდ 10 სამუშაო დღე აქვს იმისათვის, რომ გასაუბრების შემდგომ მოსამართლეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კენჭისყრა ჩაატაროს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გასაუბრების მთელი პროცესი ბოლო ოთხი თვის განმავლობაში ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ფრაგმენტულად მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)