18:40 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-19 13:26:57, 1105 ნახვა

კომენტარი
გოცირიძე - მას, ვინც ჩაშლის ანაკლიის ისტორიულ პროექტს, ხალხი ანაკლიის ღრმაწყლოვან ზღვაში დაახრჩობს

„ანაკლიის ისტორიული პროექტი საფრთხეშია, რადგან შესაძლებელია, დაფინანსება ვერ მიიღოს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „თიბისის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

დეპუტატის შეფასებით, „ხელისუფლება სახიფათო თამაშს თამაშობს“.

„მიადგნენ „თიბისი ბანკს“ და იმ პროექტებს, რომელსაც ქვეყნისათვის აქვს სასიცოცხლო მნიშვნელობა. გუშინ ჩვენ მოვისმინეთ განცხადება „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, რომლებმაც არაორაზროვნად, პირდაპირ განაცხადეს, რომ საფრთხეშია ანაკლიის ისტორიული პროექტი. შესაძლებელია, დაფინანსება ვერ მიიღოს და ივნისში დაგეგმილი შეხვედრა ფაქტობრივად წარუმატებლად დამთავრდეს. ვაფრთხილებ საქართველოს ხელისუფლებას, შეეშვას სახიფათო თამაშს. ის, ვინც ჩაშლის ანაკლიის ისტორიულ პროექტს, ხალხის დაახრჩობს ანაკლიის ღრმაწყლოვან ზღვაში. გინდ სიმბოლურად გაიგეთ ეს სიტყვები და გინდ სხვა მნიშვნელობით. არავის ეპატიება ამ პროექტის ჩაძირვა. გამოფხიზლდით უმრავლესობა და ეს საკითხი განვიხილოთ პარლამენტში ყველამ ერთად“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, 14 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტაციაზე ხელმოწერის უფლება შეუჩერა. გარდა ამისა, „თიბისი ბანკის“ აქციონერთა კრებას მათი სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევისათვის 2-თვიანი ვადა მიეცა.  

„თიბისი ბანკში“ განაცხადეს, რომ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად მათ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ საშუალებას გამოიყენებენ და სასამართლო დავას გააგრძელებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics