18:37 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-18 18:39:25, 1114 ნახვა

კომენტარი
ხაზარაძე - გვაქვს საერთაშორისო იურიდიული ფირმის დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ ტრანზაქციას ფულის გათეთრებასთან კავშირი არ აქვს

"თიბისი ბანკის" ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პროკურატურს მიერ ფულის გათეთრების მუხლით გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა და აღნისნა, რომ ფულის გათეთრების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ხაზარაძის ინფორმაციით, ბანკმა გამოძიებას ყველა შესაბამისი საბუთი გადასცა, რომლითაც, როგორც ხაზარაძე ამბობს, დასტურდება, რომ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია.

გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, ბანკმა საერთაშორისო იურიდიულ ფირმასაც მიმართა, რომელმაც შესაბამის საკითხთან დაკავშირებით თავისი დასკვნა დადო.

"რაც შეეხება პროკურატურის გამოძიებას ფულის გათეთრების მუხლით, კატეგორიულად უარვყოფ ასეთი ფაქტის არსებობას. ჩვენს მიერ გადაცემულია ყველა საჭირო დოკუმენტი შესაბამისი ორგანოებისთვის, რაც ცხადყოფს ასეთი დანაშაულის არ არსებობას. ამასთანავე, მაღალი საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ უკვე ამ ფაქტის გარშემო ყველა მასალა გადაგზავნილია ჩვენს პარტნიორებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. ჩვენ უკვე გვაქვს საერთაშორისო იურიდიული ფირმის, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის დასკვნა, რომელშიც საკითხთან დაკავშირებით მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ ამ ტრანზაქციებს, არათუ ფულის გათეთრებასთან არამედ საბანკო რეგულაციის, ინტერესთა კონფლიქტის მაშინდელი ნორმების დარღვევასთანაც კი არ აქვს კავშირი. მზად ვარ, საერთაშორისო იურიდიული კომპანიის უკვე ჩვენს ხელთ არსებული იურიდიული დასკვნა და ასევე 2007-2008 წლის ამ კონკრეტული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია გავუზიაროთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და სხვა შესაბამის პირებს. ასევე მზად ვართ, რომ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე, არჩეულ იქნას თქვენს მიერ დასახელებული ადგილობრივი თუ უცხოური იურიდიული კომპანიები, არასამთავრობოები, საელჩოს წარმომადგენლები, სპეციალური კომისია, რომელსაც ჩვენ გადავეცმთ ნებისმიერ ინფორმაციას. ნებისმიერ ამონაწერს იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც თქვენც შეგაწუხეთ და ჩვენც შეგვაწუხეს", - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics