19:33 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 15:48:50, 439 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მომხდარი ტრაგედიის გამო, მთავრობის არც ერთი წევრის პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს

საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშივლი მიიჩნევს, რომ სტიქიის დროს და შემდეგ პერიოდში მთავრობას სერიოზული შეცდომები არ დაუშვია.

როგორც ივანიშვილმა თემის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა, შეცდომის გარეშე საქმის კეთება არ არსებობს, თუმცა, ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა იმისათვის, რომ მცირე დანაკარგი ყოფილიყო.

ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ  თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად განვითარებული მოვლენების გამო, მთავრობის რომელიმე წევრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

„ვფიქრობ, რომ ძალიან ადეკვატურად და კარგად მოიქცა მთავრობა. პირადად პრემიერი და მთელი მთავრობა მობილიზებული იყო. საზოგაოდებამ საოცარი კონსოლიდაცია გამოამჟღავნა, ძირითადად ახალგაზრდებმა. ხელისუფლება თავის გასაკეთებელს მაქსიმალურად ცდილობდა. რამდენად გამოუვიდა, შეიძლება შეფასებები გაკეთდეს. თქვენს ენთუზიაზმს, იმ მიმართულებით, რომ ვიღაცეები უნდა დავიჭიროთ მთავრობიდან, არ ვიზიარებ, პირიქით ვფიქრობ, ყველაფერი კარგად ხდებოდა, ხელისუფლება მაქსიმალურს აკეთებდა, მობილიზებული იყო. არ არსებობს საქმის კეთება პატარა შეცდომის გარეშე, მაგრამ ჩემი აზრით სერიოზული შეცდომა არ იყო, იდეალური კი არაფერი არსებობს“,– აღნიშნა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics