|
2015-06-18 15:19:35, 689 ნახვა
საზოგადოება
ნიკა მელიას ინფორმაციით, საკრებულოს დეპუტატებმა იარაღის ტარების უფლება მოითხოვეს
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა კანონპროექტი შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც მათ იარაღის ტარების უფლება უნდა მიეცეთ. აღნიშნული ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ნიკა მელიამ გაავრცელა. მელიას თქმით, კანონპროექტის ინიციატორი საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავჯდომარე თედო კობახიძეა. „13 ივნისის ტრაგედიიდან 3 დღეში, საკრებულოს დეპუტატებმა ირაღის ტარების უფლება მოითხოვეს. მაშინ, როდესაც თბილისში სტიქია მძვინვარებს, 10-მდე ადამიანის ცხედარი ჯერ კიდევ არაა ნაპოვნი, 19 ადამიანი დაიღუპა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე მშობლები ბავშვებს გარეთ ვერ უშვებენ და მტაცებელი ცხოველები ადამიანებზე ნადირობენ, ასეთ დროს აღმოჩნდა, რომ 2 დღის წინ საკრებულოში საკრებულოს „ქართული ოცნების“ შემადგენლობა დასხდა, საკუთარ უსაფრთხოებაზე იზრუნა და იარაღის ტარების უფლება მოითხოვეს. ამის ინიციატორი, პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის ძმა საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გახლავთ. ამ კანონის ინიცირება პარლამენტში მანანა კობახიძეს უნდა მოეხდინა. ამ დრომდე მეგონა, რომ არაკოორდინირებულობა და არაპროფესიონალიზმი იყო „ქართული ოცნების“ მთავარი პრობლემა ამ დღეებში, თუმცა დავრწმუნდი, რომ მათი მთავარი პრობლემა გულგრილობა და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ზრუნვაა. ესაა უპასუხისმგებლობა და წარმოუდგენელი თავხედობა. ია, რაც 16 ივნისს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა იკადრეს, თბილისელებზე სილის გაწნაა“, - განცხადა ნიკა მელიამ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)