|
2019-02-16 13:17:06, 1276 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა - ივანიშვილს ჩაფიქრებული თუ აქვს ხაზარაძე დაიჭიროს, დაიჭერს, „თიბისი“ და ანაკლია „აახიოს“, „აახევს“
„საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში „თიბისი ბანკის“ ახევის ოპერაცია არის ყველაზე შთამბეჭდავი, ყველაზე გრანდიოზული და აქამდე არნახული“, - ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ TBC ბანკის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა. როგორც უგულავამ აღნიშნა, არ აქვს მნიშვნელობა მამუკა ხაზარაძე რას იზამს, რადგან ივანიშვილს რაც აქვს მის წინააღმდეგ ჩაფიქრებული, მაინც განახორციელებს. „საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში „თიბისი ბანკის“ ახევის ოპერაცია არის ყველაზე შთამბეჭდავი, ყველაზე გრანდიოზული და აქამდე არნახული. მე მინდა მივულოცო „ქართულ ოცნებას“, რომ თავიანთი მმართველობის 7 წლისთავზე ეს ანტირეკორდიც მოხსნეს. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ აქ 11 წლის წინანდელ დარღვევას ხაზარაძესა და ჯაფარიძეს არავინ ედავება, რომ არაფერი ვთქვათ ხანდაზმულობის ვადაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა საჯაროდ გამოთქვა უკმაყოფილება ხაზარაძის მიმართ, მის გარშემო შავი ღრუბლები გროვდება და უკვე გასკდა კიდეც. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ სახელწმიფო უწყებები, რომლებიც წესით დამოუკიდებლად უნდა ასრულებდნენ თავიანთ ფუნქციას, პირდაპირ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტებად იქცნენ ამ ადამიანების წინააღმდეგ. იმისგან დამოუკიდებლად, ხაზარაძე შეეცდება ივანიშვილთან შეთანხმებას თუ არა, იმისგან დამოუკიდებლად შეეცდება ის ბრძოლას თუ არა, ივანიშვილს რაც აქვს ჩაფიქრებული ხაზარაძესთან მიმართებაში, იმას აუცილებლად გააკეთებს. ჩაფიქრებული თუ აქვს, რომ ტალახში აგორაოს, აგორავებს; ჩაფიქრებული თუ აქვს, რომ დაიჭიროს, დაიჭერს; ჩაფიქრებული თუ აქვს, რომ ანაკლია აახიოს, აახევს; ჩაფიქრებული თუ აქვს, რომ „თიბისი ბანკი“ აახიოს, აახევს. ანუ ხაზარაძის მოქმედებაზე არაა დამოკიდებული ივანიშვილი რას იზამს მის მიმართ. ხაზარაძეს ერთადერთი რაც შეუძლია, ეს არის საზოგადოების იმუნიტეტის მოპოვება, რასაც სჭირდება ხმის ამოღება ქვეყნის გარეთ და ქვეყნის შიგნით. საზოგადოება ღირსია იცოდეს, რას ედავება მას ივანიშვილი და როდის გაირბინა შავმა კატამ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)