|
2019-02-16 10:15:50, 1121 ნახვა
კომენტარი
„თიბისი გალერეაში“ მარტინ პარის წიგნის პრეზენტაცია და გამოფენა გაიმართა
თბილისის მერიისა და თიბისი ბანკის თანამშრომლობით, „თიბისი გალერეაში“ გაიმართა ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფის, მარტინ პარის წიგნის - Martin Parr Tbilisi პრეზენტაცია და გამოფენა - „თბილისი მაგნუმის წიგნებში“. ექსპოზიცია 71 წლის მანძილზე, „მაგნუმის“ წევრი ფოტოგრაფების მიერ თბილისში გადაღებულ 35-მდე ფოტოს აერთიანებს. მათ შორის არიან: რობერტ კაპა, ანრი კარტიე ბრესონი, კარლ დე კეიზერი, გიორგი პინხასოვი, იონას ბენდიკსენი, პაოლო პელეგრინი, თომას დვორჟაკი და მარტინ პარი. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო, რომელმაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე პროექტის წარდგენის ისტორია გაიხსენა და წიგნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, სადაც საქართველო, როგორც სტუმარი ქვეყანა იყო წარმოდგენილი და მისი მთავარი სლოგანი იყო „ანბანით მოყოლილი საქართველო“, თბილისის მერიამ გადაწყვიტა, რომ თბილისი მოეყოლა სწორედ „მაგნუმის“ ფოტოგრაფების ფოტოებით და ასე წარმოედგინა ჩვენი დედაქალაქი. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროექტი გამოვიდა. 1947 წლიდან მოყოლებული, 72 წლის განმავლობაში რა ფოტოებიც გადაღებულა თბილისში, ყველა ერთ სივრცეშია გამოფენილი. დღეს უკვე ყველა დამთვალიერებელს შეუძლია იხილოს ეს ფოტოები. ასევე, მნიშვნელოვანია მარტინ პარის მიერ დანახული თბილისი, რომელიც წიგნად გამოიცა. ის არის სოციალური ფოტოგრაფი და უნდა ვიცოდეთ, რომ აქ არის საუბარი არა ბრჭყვიალა თბილისზე, არამედ ყოფით თბილისზე. ძალიან დეტალურადაა ეს ყველაფერი გადმოცემული და ვფიქრობ, ბევრი უცხოელი აღმოაჩენს თბილისს სწორედ მარტინ პარის ფოტოებიდან“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ. ექსპოზიცია იწყება ფოტოებით, რომლებიც რობერტ კაპამ, 1947 წელს, ჯონ სტეინბეკთან ერთად თბილისში მოგზაურობისას გადაღო. სწორედ ამ წელს დაარსდა სააგენტო Magnum Photos. გამოფენას მარტინ პარის მიერ 2018 წელს შექმნილი ნამუშევრები ასრულებს. გამოფენაზე დამთვალიერებელმა ასევე იხილა პარიზში, „მაგნუმის“ ოფისში წიგნის მზადების პროცესის ამსახველი ვიდეორგოლი და თბილისში ვიზიტის დროს მარტინ პართან ჩაწერილ ინტერვიუ. მარტინ პარმა ინოვაციური სახეებისა და სოციალური ფოტოგრაფიის მიმართ განსხვავებული მიდგომის, ასევე, დიდ ბრიტანეთში და მის საზღვრებს გარეთ ფოტოგრაფიის კულტურაში შეტანილი წვლილისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ნამუშევრებში დაკვირვების სიზუსტისა და განსხვავებული ფერების გამო, პარი 1980-იანი წლებიდან ყველაზე წარმატებული ფოტოგრაფების სიაში მოხვდა და სააგენტოს - Magnum Photos ერთ-ერთი მთავარი წევრი გახდა. საქართველოში ჩამოსვლამდე წიგნისა და გამოფენის პრეზენტაცია ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის 70-ე საერთაშორისო ბაზრობის ფარგლებში, საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის მთავარ სცენაზე შედგა. პროექტი თბილისის მერიის მიერ, თიბისი ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის პარტნიორები არიან: ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.
(NS)
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)