01:22 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-18 13:34:10, 415 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: ბულგარეთის სრული მხარდაჭერა გვაქვს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბულგარეთის პრეზიდენტს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელისა და როსენ პლევნელიევის შეხვედრა ბათუმში, საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა" ფარგლებში გაიმართა.

ბულგარეთის პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და მზადყოფნა გამოთქვა დახმარება აღმოუჩინოს ქართულ მხარეს ყველა საჭირო ფორმატში.

მისი თქმით, ბულგარეთი მზადაა ნატოში საქართველოს მეგობართა ჯგუფში ჩაერთოს, რათა უფრო ნათელი გახდეს მისი ქვეყნის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მიმართ. როსენ პლევნელიევმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს წვლილი ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში.

„ბულგარეთი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორი ქვეყანაა, შავი ზღვის ქვეყანა, რომელიც ჩვენ გვაკავშირებს და გვხდის ევროპულ სახელმწიფოდ. მე ვთხოვე ბულგარეთის პრეზიდენტს იყოს იმ ჯგუფის თანამონაწილე, რომლის ფორმირებასაც ვგეგმავთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი ავტორიტეტის მქონე და ჩვენი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს თანხმობას, რომ თავადაც იქნება ჩართული ამ ჯგუფის საქმიანობაში. მათი სრული მხადაჭერა გვაქვს. ჩვენ ამოცანა განსაზღვრული გვაქვს - მივდივართ ვარშავის სამიტზე იმიტომ, რომ ვიბრძოლოთ MAP-ისთვის. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა პარტნიორი, რომელიც ამ გზაზე ჩვენს გვერდში დადგება. ბულგარეთი ნამდვილად ასეთი იქნება“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა საფრანგეთში მომხდარ პოგრომებთან რუსეთის კავშირის ძიება დაიწყო
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics